1. კომპონენტის მიზანი
კომპონენტის მიზანია:
ა) ფსიქოლოგიური დახმარება პროფესიული სერვისის – სატელეფონო რეჟიმში ფსიქოლოგიური მომსახურების მეშვეობით;
ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის (მათ შორის ადიქცია) და ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული პრევენციული სერვისების შესახებ მოსახლეობის და სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო ინტერვენციების სამოქმედო გეგმის შემუშავება დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
2. მომსახურების მოცულობა
კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) ცხელი ხაზის სერვისის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა პროფესიული სერვისის – სატელეფონო ფსიქოლოგიური მომსახურების მეშვეობით და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული კრიზისული ინტერვენციების სერვისებში გადამისამართება;
გ) ინფორმაციის მიწოდება ცხელი ხაზის ბენეფიციარებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული სერვისების შესახებ;
დ) ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა ორსულებისთვის (ორსულობის 13 0/7 კვირამდე) დისტანიციურ რეჟიმში პროფესიული სერვისის – ფსიქოლოგიური მომსახურების მეშვეობით;
ე) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის (მათ შორის ადიქცია) და ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული პრევენციული სერვისების შესახებ მოსახლეობის და სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
ვ) საგანმანათლებლო მასალის მომზადება, ბეჭდვა და გავრცელება ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის (მათ შორის ადიქცია) და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების შესახებ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. კომპონენტის განხორციელების მექანიზმები
პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. დასახული საბოლოო შედეგი
ა) სამიზნე კონტინგენტისათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, მათ შორის ადიქციის პრობლემის მქონე პირთათვის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის გაუმჯობესება;
ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო გეგმა შემუშავებულია, რაც საფუძვლად დაედება "ჯანმრთელობის ხელშეწყობის" სახელმწიფო პროგრამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში ინტერვენციების დაგეგმვასა და განხორციელებას.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი
ა) ცხელი ხაზის მეშვეობით სერვისის მიმღებ პირთა რაოდენობა მათ შორის კრიზისულ სერვისებში გადამისამართებულ პირთა რაოდენობა;
ბ) საკომუნიკაციო გეგმა შემუშავებულია;
გ) საგანმანათლებლო მასალები სერვისების შესახებ შემუშავებული და გავრცელებული