პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;

გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისთვის მიწოდებული მასალების მიღება, შენახვა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის განაწილება;

ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა;

თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

ი) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სერვისების განხორციელების ხელშეწყობა;

კეპიდზედამხედველობის განხორციელებას და სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფას, კერძოდ:

კ.ა) მუნიციპალიტეტის სჯდ ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი მიერ მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალურ უფლებამოსილ პირ(ებ)ს, მათი მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინოს გადამდებ დაავადებებზე შესაძლო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია;

კ.ბ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება (მ.შ. სიკვდილის არაიდენტიფიცირებულ მიზეზთა შემთხვევების კვლევა ვერბალური აუტოფსიის მეთოდით) და წარდგენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურში;

კ.გ) პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურების მიერ (პროგრამის მიზნებისათვის თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის ა/რ-ში აღნიშნული სტატუსი ენიჭება შესაბამის რეგიონულ ცენტრში არსებულ სჯდ ცენტრს, ხოლო სხვა რეგიონებში ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებს) მუნიციპალურ ერთეულებში დამხმარე ზედამხედველობის (მონიტორინგის) წარმოება, რეგიონულ დონეზე სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა ცენტრში, საჭიროების შემთხვევაში ეპიდზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა.

ლ) იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესებას საინფორმაციო სისტემისა და ლოგისტიკის გამართული მუშაობის გზით:

ლ.ა) მუნიციპალიტეტის სჯდ ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის და მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის ლოგისტიკის „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, იმუნოპროფილაქტიკის (მ. შ. ცენტრის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ფარგლებში ხარჯვის თაობაზე) ანგარიშგების წარმოება და წარდგენა რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურებში;

ლ.ბ) მუნიციპალური სჯდ სამსახურების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სამოქმედო არეალზე სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე ზედამხედველობა (მონიტორინგი) იმუნიზაციის ღონისძიებების უზრუნველყოფაზე, „ცივი ჯაჭვისა“ და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებაზე;

ლ.გ) რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურების მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მუნიციპალური სჯდ ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების დამხმარე ზედამხედველობა (მონიტორინგი) იმუნიზაციის მიმდინარეობასა და შესრულებაზე, „ცივი ჯაჭვის“, საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებაზე;

ლ.დ) რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურების მიერ რეგიონულ დონეზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის და მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მასალისა და აღჭურვილობის აუცილებელი მარაგის მართვა (შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საჭიროების გათვალისწინებით), მუნიციპალური სჯდ ცენტრებისათვის და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისათვის აღნიშნული მასალებისა და აღჭურვილობის ლოგისტიკის უზრუნველყოფა „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით, იმუნოპროფილაქტიკის (მ. შ. ცენტრის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ფარგლებში ხარჯვის თაობაზე) ანგარიშგების წარმოება და წარდგენა ცენტრში;

მ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სამოქმედო არეალზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, მათ შორის:

მ.ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩართვის მიზნით, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით გამოვლენილი დადებითი შედეგების მქონე იმ ბენეფიციართა, რომელთაც С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი სტატუსი განესაზღვრათ 3 ან/და მეტი თვის წინ, იდენტიფიცირებულნი არიან C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მაგრამ არა აქვთ ჩატარებული შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები, მიდევნებასა და ზედამხედველობას;

მ.ბ) მოსახლეობის ორგანიზებული სკრინინგის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა (მობილური მამომობილების ვიზიტების დაგეგმვასა და მოსახლეობის ინფორმირებაში მონაწილეობა), მათ შორის საკომუნიკაციო საქმიანობის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებთან მჭიდრო კომუნიკაციით. მუნიციპალიტეტების უბნის რწმუნებულებთან ერთად მოსახლეობის მიზნობრივ კონტინგენტში სკრინინგების მნიშვნელობასა და მასში ჩართვის აუცილებლობაზე ინფორმაციის მიწოდება.

ნ) მუდმივი და დროებითი წყალსატევების (მ.შ. კერძო საკუთრების) პასპორტიზაცია და ენტომოლოგიური ზედამხედველობის რეგულარული განხორციელება, მათი დაშრობისა და/ან ნაპირების მცენარეებისგან გაწმენდისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ცენტრისთვის;

ო) რეგულარული ენტომოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება, ზრდასრული, დაფრთიანებული (იმაგო) მწერების გამოჭერა და ცენტრში სქესობრივ-გვარობრივ-სახეობრივი იდენტიფიცირებისთვის გადაგზავნა, ასევე არაკომერციული (არა სათევზე) წყალსატევების შესწავლა თევზი გამბუზიის არსებობაზე და საჭიროებისას წყალსატევების დაგამბუზირების ორგანიზება;

პ) მოსახლეობისთვის ინფორმაციის რეგულარული მიწოდება კოღოების გამრავლების პრევენციული ღონისძიებების შესახე