1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 12 აპრილის №121/№25/ნ ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, კვარტალურად მუნიციპალიტეტისთვის დანართ №11.1-ით განსაზღვრული ბიუჯეტის 1/4-ის ოდენობით. ამასთან, იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც ფორმულით უმცირდებათ 2025 წლის დაფინანსება, შეუნარჩუნდებათ 2024 წლის დაფინანსების მოცულობა.
2. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზემოაღნიშნული წესისგან განსხვავებული პირობებით, გამონაკლისის სახით, ყოველ კვარტალურად დაფინანსდება 16.5 ათასი ლარის ოდენობი