მუნიციპალიტეტის კომპეტენციას ცხოველთა პოპულაციების მართვის სფეროში წარმოადგენს:

ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების, მათი ცვლილებებისა და/ან დამატებების შემუშავება, განხილვა და მიღება;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათანადო მუხლის დაფინანსების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებ