1. პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.

2.  ცხოველების რეგისტრაციის სახეებია:

ა) პირველადი რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაცია, ცხოველისა და მასზე პატრონობის/მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით;

გ) საკონტროლო რეგისტრაცია;

დ) დროებითი რეგისტრაცია.

3. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული ცხოველი;

ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული ცხოველი.

4.  რეგისტრაციას, ცხოველისა და მასზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება ცხოველის პატრონის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.

5. რეგისტრაციას, ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო.

6. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტობრივი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.

7. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (12 თვეში ერთხელ) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი.

8. დროებით რეგისტრაციას ექვემდებარება პატრონის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, რომელიც შემოყვანილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამ თვეზე მეტი პერიოდით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ცხოველის გაყვანის მომენტამდე.

9. რეგისტრაციისას, გარდა ამ მუხლით დადგენილი დროებითი რეგისტრაციისა, გაიცემა ამ წესის დანართი №1-ით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.

10. დროებითი რეგისტრაციისას გაიცემა ამ წესის დანართი №5-ით დადგენილი ცხოველის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა.

11. დროებით რეგისტრირებული ცხოველის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საბოლოოდ გაყვანის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი/მფლობელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში მოახდინოს რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ.

12. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა მონიტორინგისა და მათი პოპულაციების მართვის მიზნების განსახორციელებლად.

13. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ, ამ წესის დანართი №2-ის მიხედვით წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail) ან სხვა ელექტრონული საშუალებით (ვებგვერდი, სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ა.შ.).

14. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია ცხოველების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ელექტრონული ფორმით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, ცხოველების სარეგისტრაციო საქმიანობის დაწყების სურვილის შესახებ. უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების ვალდებულება ასევე წარმოიშობა სარეგისტრაციო საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.

15. ცხოველების რეგისტრაციის განხორციელების მსურველი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს:

ა) პირის სრულ დასახელებას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარს, პირად ნომერს);

ბ) პირის რეგისტრაციის და საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივ მისამართს;

გ) იურიდიული პირის ხელმძღვანელის და უფლებამოსილ ორგანოში სარეგისტრაციო მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი);

დ) მონაცემებს:

დ.ა) შესაბამის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებში ცხოველების და მათი პატრონების მიღების საშუალებათა (სათანადო ფართი) შესახებ;

დ.ბ) ცხოველების იდენტიფიკაციის ჩატარების ვიზუალური (დათვალიერების უზრუნველსაყოფად) და ელექტრონული (მიკროჩიპის სკანირების უზრუნველსაყოფად) საშუალებების შესახებ;

დ.გ) შესაბამისი მანიპულაციების (ვიზუალური დათვალიერება, სკანირება) განმახორციელებელი პერსონალის შესახებ.

16. სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელების თანხმობას გასცემს უფლებამოსილი ორგანო, რეგისტრაციის განხორციელების მსურველი პირის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმება-დადასტურებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

17. შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულება და თავშესაფარი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება, პატრონის მიერ (რომელმაც მიმართა აღნიშნულ დაწესებულებას) ამ მუხლით დადგენილი ცხოველის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, ცხოველის პატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზ