1. აკრძალულია ცხოველებზე არათერაპიული (კოსმეტიკური) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გარდა ვეტერინარის მიერ დაფიქსირებული ფიზიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე (მაგ.: შარპეის ჯიშის ძაღლისათვის ხილვადობის მიზნით).
2. აკრძალულია ცხოველისათვის:
ა) კუდის კუპირება;
ბ) დევოკალიზება (დადუმება), სმენის დაქვეითება;
გ) ბრჭყალების, კბილების, ეშვების, კლანჭების მოკვეთა ან ხელსაწყოებით მოცვეთა.
3. ყველა ოპერაცია, რომლის დროს ცხოველი განიცდის ტკივილს, უნდა ჩატარდეს ანესთეზიის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, ვეტერინარის მიე