1. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად.
2. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის/ფელინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შექმნილი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს:
ა) აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანებთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);
ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;
გ) ძლიერ ტრამვებს ან/და დაზიანებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;
დ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს, რომლებიც არ ექვემდებარება განკურნებას;
ე) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს;
ვ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის, სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
ზ) ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში).
3. ევთანაზიის პროცედურების დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდგომაც დასაშვებია ცხოველის ლეშის პათანატომიური გამოკვლევა, დამარხვა, კრემაცია, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება.
4. ცხოველების ევთანაზია დაუშვებელია:
ა) დახრჩობით;
ბ) გაგუდვით;
გ) მოწამვლით;
დ) ელექტრომუხტის გამოყენებით;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენებით;
ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით;
ზ) ცეცხლსასროლი, პნევმატური, აირის თუ სხვა ტიპის იარაღის გამოყენებით;
თ) სხვა არაჰუმანური მეთოდები