1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს – იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი.
2. პატრონს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები არაკომერციული ან კომერციული მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ წესით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის პატრონის საკუთრებას.
4. ცხოველის პატრონად გახდომის უფლება არ აქვთ:
ა) 16 წლამდე ასაკის პირებს, მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ფორმით გაცემული თანხმობის გარეშე.
ბ) პირს, რომელსაც დაეკისრა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომ