1.ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:
ა) პატრონიანი;
ბ) მიკედლებული;
გ) უმეთვალყურეო;
დ) უპატრონო.
2. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, მესაკუთრის (მფლობელის) განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულების მიერ.
3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.
4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომლის მიმართ ტარდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე პატრონის მიერ მეთვალყურეობის გარეშე განზრახ მიტოვებული ცხოველი.
5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ყავს ან არ უდგინდება პატრონი ან მიმკედლებელი;
6. პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება უმეთვალყურეო ცხოველს, მისთვის პატრონის დასადგენად ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით გასატარებელი შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაშ