1. ცხოველის მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) თვალყური ადევნოს მიკედლებული ცხოველის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საჭიროების შესახებ;

ბ) სამიდან ხუთ დღემდე ვადით ცხოველის გაუჩინარების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება არაუგვიანეს მეხუთე დღისა;

გ) უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ან სხვა უფლებამოსილი ორგანიზაციის დაინტერესების შემთხვევაში  გასცეს ინფორმაცია მიკედლებული ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

დ) მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება და კონკრეტულ ცხოველზე მიმკედებლის სტატუსის მოხსნამდე განაგრძოს მიმკედლებული ცხოველის მეთვალყურეობა;

ე) შესაძლებელია ცხოველს ჰყავდეს ერთზე მეტი მიმკედლებელი.

2. ცხოველის მიმკედლებელი უფლებამოსილია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებული ცხოველისთვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების ან/და ტრანსპორტირების მომსახურება მიიღოს უსასყიდლოდ.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიკედლებული ცხოველის ტრანსპორტირება ან/და გადაყვანა მოახდინოს მიმკედლებლის თანხმობი