1. ცხოველის მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) თვალყური ადევნოს მიკედლებული ცხოველის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს  უფლებამოსილი  ორგანოს  ინფორმირება  ცხოველის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საჭიროების შესახებ;

ბ) სამიდან ხუთ დღემდე ვადით ცხოველის გაუჩინარების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება არაუგვიანეს მეხუთე დღისა;

გ) უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ან სხვა უფლებამაოსილი ორგანიზაციის დაინტერესების შემთხვევაში   გასცეს ინფორმაცია მიკედლებული ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

დ) მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობაზე   საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება და კონკრეტულ ცხოველზე მიმკედებლის სტატუსის მოხსნამდე განაგრძოს მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობა;

ე) შესაძლებელია  ცხოველს ჰყავდეს ერთზე მეტი მიმკედლებელი.

2.ცხოველის  მიმკედლებელი  უფლებამოსილია  უფლებამოსილი  ორგანოს მიერ მიკედლებული ცხოველისთვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების ან/და ტრანსპორტირების მომსახურება მიიღოს უსასყიდლოდ.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიკედლებული ცხოველის ტრანსპორტირება ან და გადაყვანა მოახდინოს მიმკედლებლის თანხმობი