1. ცხოველის ევთანაზია (ჰუმანური მეთოდებით) ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ცხოველს ვეტერინარის, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლის სავალდებულო, კინოლოგის/ფელინოლოგის სავალდებულო და სხვა ორგანიზაციის წარმომამდგენლის ნებაყოფილობითი მონაწილეობით შემდგარი კომისიის წევრები ერთხმად დაუდგენენ:

ა) არაკორექტირებად აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან/და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში;

ბ) სიცოცხლესთან შეუთავსებელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილის წინა სტადიაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დამდგენ კომისიაში წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომლის წესდების თანახმად საქმიანობის ფორმებსა და მიზნებს წარმოადგენს ცხოველთა დაცვა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.

3.  ცხოველის ევთანაზია ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით.

4.  დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით:

ა) დახრჩობა;

ბ) გაგუდვა;

გ) მოწამვლა,;

დ) ელექტრომუხტის გამოყენება;

ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;

ვ) ცხოველის საკვებისა და წყალთან წვდომის გარეშე ყოფნით;

ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

5.ევთანაზიის პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა ან სამარხში განთავსება