1. შინაური ბინადარი ცხოველები  ექვემდებარებიან  სავალდებულო პირველად   რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, გარდაცვალებისას კი – რეგისტრაციიდან მოხსნას. აღნიშნულ პროცედურებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ადგილზე მისვლით უსასყიდლოდ, ასევე სხვა სპეციალიზირებული ორგანიზაცია უფლებამოსილია აღნიშნულს ახორციელებდეს უფლებამოსილ ორგანიზაციასთან შეთანხმებით.

2. ცხოველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის მომსახურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ.

3. შინაური ბინადარი ცხოველის მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ცხოველთა აღრიცხავასა და იდენტიფიციკაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.

4. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის, ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს  ცხოველის  იდენტიფიკაცია  სვირინგით,  მიკროჩიპირებით,      სპეციალური  საჭდით  ან საყელურით, ხოლო ფრინველის შემთხვევაში კი დარგოლვით.

5. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ცხოველის შთამომავლობის და მისი გასხვისების თითოეული ფაქტის შესახებ, ასეთი ფაქტების დადგომიდან 10 დღის ვადაშ