1. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მათზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება და ამ წესით განსაზღვრული სხვა მიზნების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.

2. ცხოველების პოპულაციების მართვის ძირითადი და პრიორიტეტული მეთოდია ცხოველების შობადობის შემცირების უზრუნველყოფა.

3. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები.

4. ცხოველების დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდებით.

5. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებისა და ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის მიზნით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მოახდინოს ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და მათზე ვეტერინარიული ზედამხედველობის განხორციელება, შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად.

6. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სავალდებულო დაჭერას, შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად ექვემდებარება:

ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;

გ) უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლა;

დ) სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლოა ყავს პატრონი;

ე) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები.

7. ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის ამოცანების უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია თანმიმდევრობით მოახდინოს:

ა) ცხოველების დაჭერა;

ბ) ცხოველების იზოლაცია;

გ) ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის (კლინიკური და ლაბორატორიული კვლევით) და ქცევითი თავისებურებების (დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით) დადგენა;

დ) ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია;

ე) ცხოველების პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;

ვ) ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია;

ზ) ცხოველების იდენტიფიკაცია;

თ) ცხოველების მიკედლება ან ბინადრობის პირვანდელ თუ სხვა, მიზანშეწონილ არეალში დაბრუნება.

8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ ორგანოს გააჩნია ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

9. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მაქსიმალურად იზრუნოს და ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის ამოცანების უზრუნველსაყოფად არსებული რესურსების გაზრდის მიზნით.

10.  იმ შემთხვევაში, თუ ცხოველთა პოპულაციების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების საფუძველზე დოკუმენტურად დადგინდება, რომ უპატრონო ცხოველების რაოდენობა აღწევს ისეთ ზღვარს, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და წარმოშობს მომეტებულ რისკებს, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები, რომლებიც მოახდენენ უპატრონო ცხოველების პოპულაციების ოპტიმიზაციას, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

11. უფლებამოსილი ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული რესურსების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უპატრონო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი პატრონის მოძიების ან მიკედლების უზრუნველსაყოფად.

12.  ცხოველთა თავშესაფრიდან, ახალი პატრონისა თუ მიმკედლებელისათვის გადასაცემი, ასევე ბინადრობის პირვანდელ არეალში დასაბრუნებელი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო ქირურგიულ ან მედიკამენტურ სტერილიზაციას, დადგენილი მეთოდიკითა და საშუალებებით. გამონაკლისი დაიშვება თავშესაფრიდან ახალი პატრონისა თუ მიმკედლებელისათვის გადასაცემ ცხოველებზე, ცხოველის გადაცემის მომენტიდან 2 თვის ვადაში სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციის ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ პატრონის ან მიმკედლებელის მიერ წერილობით აღებული ვალდებულების ან ახალი პატრონის სურვილისა და ცხოველის ჯიშის დოკუმენტალურად დადასტურების შემთხვევაში.

13. დადგენილი წესით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაფიქსირების შემთხვევაში, ცხოველის (ძაღლი, კატა) ლეშის შესაძლო იდენტიფიკაციას და ტრანსპორტირებას სპეციალურ ბიოთერმულ სამარხში, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო.

14. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას/აღრიცხვას, თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე.

15. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საჭდით – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო ტატუირებით (ვიზუალურად ფიქსირებადი)  – კატის შემთხვევაში. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.

16. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით (და ყურის მცირედი კუპირებით) უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზ