1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს  ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.

2. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) უპატრონო და უზედამხედველო ცხოველების აყვანა-იზოლაცია, მისი გადაყვანა  სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით სპეციალურ სადგომზე, ვეტ. ექიმის შემოწმებამდე და დასკვნის დაწერამდე მოვლა-პატრონობის განხორციელება;

ბ) უზედამხედველო ცხოველების დაჭერა  თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ;

გ) დაჭერილ ცხოველთა ტრანსპორტირების განახორციელება თავშესაფრამდე  სპეციალური ავტომანქანით;

დ) ცხოველთა განთავსება იზოლირებულ საკარანტინო ვოლიერებში და მათზე დაკვირვების განხორციელება  თავშესაფრის ვეტექიმების მიერ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ყველა სახის საჭირო მედიკამენტებით, რაც საჭიროა ცხოველთა სრული გამოჯანმრთელებისათვის;

ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და შესაბამისი წესით უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად ვეტ.ექიმის  მიერ ძაღლთა კასტრაცია-სტერილიზაციის  ჩატარება;

ვ) ვეტერინარის დაკვირვების და დასკვნის შედგენის საფუძველზე  ჯანმრთელი ძაღლების დაბირკვა და გაშვება ქალაქის არეალში, სტერილიზებული/კასტრირებული კატის შემთხვევაში გამოიყენება ყურის ზედა ნაწილის მცირედი კუპირება, ხოლო სიკვდილისწინა სტადიაში და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში დაავადებული ცხოველების ევთანაზია;

ზ) თავშესაფრის ვოლიერების მოწყობა და მოვლა-პატრონობა თანამედროვე სტანდარტებითა და დადგენილი წესით;

თ) სამედიცინო-ვეტერინარული მომსახურების სისტემატური განხორციელება, დაკვირვება და იზოლირება;

ი) ამ წესით განსაზღვრული სტატუსის  (პატრონიანი, მიკედლებული.  უპატრონო, უზედამხედველო, იზოლირებული) დადგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

კ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;

ლ) ამ წესით და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცხოველების მოკვდინება და შემდგომი პროცედურების განხორციელება;

მ) ამ წესითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ