1. დაუშვებელია ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება.
2. ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება:
ა) ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით, ან ისეთი გაწვრთნის მეთოდის გამოყენება, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებსა და თავისებურებებს და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას ასევე ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიურ ტრავმას ან დასახიჩრებას;
ბ) ცხოველთა გაგდება და მიტოვება;
გ) ცხოველების გამოყენება სამიზნეებად;
დ) საჭიროების შემთხვევაში ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა;
ე) ცხოველებზე ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია;
ვ) მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან/და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ჩარევით ჩამოერთმევა ცხოველი მეპატრონეს და გადაეცემა თავშესაფარს, ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით;
ზ) ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, კუდის მოჭრა, ხმის სიმების, დამახინჯება ან მოცილება, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, ცხოველის სხეულის ნაწილის სტრუქტურის შეცვლა, იქნება ეს რბილი ქსოვილები თუ ძვლები; გამონაკლისს წარმოადგენს ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები;
თ) ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან/და ადამიანების საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურებრივი წვრთნის შემთხვევებისა;
ი) ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათს სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;
კ) ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, მწუხარება, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს, ან სადაც ცხოველი შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად;
ლ) ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი –
სამეცნიერო ქირურგიული ექსპერიმენტები დასაშვებია მხოლოდ ისეთი ცხოველის ლეშზე, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, ლაბორატორიული ცდების, კვლევების ჩატარება დასაშვებია ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის მიყენების გარეშე;
მ) სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს ცხოველის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტანჯვა