1. ცხოველების მოშენება უნდა იყოს მიზნობრივი, გეგმაზომიერი და წინასწარგანსაზღვრული.
2. ყველა პირი, რომელიც ეწევა სელექციას ცხოველთა გამრავლების მიზნით, პასუხისმგებელია ცხოველისა და მისი კეთილდღეობის მახასიეთებლებზე, რათა რისკის ქვეშ არ დააყენოს ნაყარის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
3. აკრძალულია ცხოველების გამრავლება შემდეგი დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში: დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი-გენეტურისნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი, ასევე პოპულაციური კონტროლის მიზნით აკრძალულია 2 წლამდე და 6 წელს ზემოთ და წელიწადში ერთზე მეტად ცხოველების გამრავლება.
4. აკრძალულია სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება, ერთი სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება დასაშვებია მხოლოდ სელექციურ წესებს დაქვემდებარებული ჯიშების შემთხვევაში.
5. ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ცხოველების კომერციულ მოშენებას და მათ პერმანენტულ რეალიზაციას, სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდნენ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირა