1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს –

იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიკური ან/და პრაქტიკული მიზნებისათვის;

2. ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები კომერციული მიზნით, სავალდებულოა მოახდინოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტში რეგისტრაცია და იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას;

4. მეპატრონედ გახდომის უფლება არ აქვთ:

ა) 18 წლამდე ასაკის პირებს, მათი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე

ბ) პირს, რომელსაც დაეკისრა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა და აღნიშნული გაქარწყლებული არ არის;

5. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ, უზრუნველყოს:

ა) სათანადო კვება და დაწყურვება;

ბ) ფიზიკური აქტიურობა;

გ) საძილე ადგილი განთავსება, გათბობა და განათება;

დ) ცხოველის (ძუ) შეჯვარებისა და მისი გამრავლების შემთხვევაში ცხოველებისათვის სათანადო პირობების შექმნა და უზრუნველყოფა;

ე) ცხოველის გასეირნება და სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა შესაბამისი პირობების დაცვით;

ვ) პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა;

ზ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფი პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას.

6. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:

ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის იზოლირებულ ბინაში ან მათ საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ დაცულ ტერიტორიაზე;

ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს ცხოველი საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ დაწესებულებაში, კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ ორგანიზაციაში, ცხოველთა დაცვის უფლებამოსილ ორგანიზაციაში ან სხვა უფლებამოსილ დაწესებულებაში 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის მაიდენტიფიცირებელი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;

გ) სავალდებულოა წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში ან ამავე დაწესებულების ჩართულობით ცხოველის გასინჯვა, იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკუნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;

დ) მოდარაჯე ძაღლის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ კარებზე განთავსებული იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა;

ე) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარული მოქმედება;

ვ) ცხოველის დაავადების შესახებ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;

ზ) ცხოველის სიკვდილის შესახებ, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ დაწესებულებას ან/და უფლებამოსილ ორგანოს;

თ) საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების საკითხი წყდება შესაბამისი ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ, აკრძალვის შემთხვევაში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი და შესაძლებლობის შემთხვევაში განათავსოს;

ი) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;

კ) ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია ბიოთერმულ ორმოში, კრემატორიუმში ან სამარხში;

ლ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზირება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების შემთხვევაში განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები;

მ) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის განხორციელების, ასევე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო (პოლიცია) დაუყოვნებლიც ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს, ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით;

ნ) დაუშვებელია ცხოველის ისეთი გაწვრთნა, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებს, თავისებურებებს და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას.

ო) დაუშვებელია ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა და მოკლე საბელის ხანგრძლივად გამოყენება.

პ) ავტოსაგზაო შემთხვევისას გაუფრთხილებლობით დაშავებული ცხოველი, დამშავებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ გადაყვანილი უნდა იქნეს უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში, მას ეკისრება ვალდებულება მოახდინოს ცხოველის გამოჯანმრთელებისათვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების დაფინანსება და უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირებულობა, შემდგომი მზრუნველობის განხორციელების მიზნი