1. ცხოველთა კეთილდღეობა მოიცავს მათთვის ფიზიოლოგიური და ეტიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ორგანიზმის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვეტერინარული სტანდარტების შესაბამისად.

2.  ამ კანონის მიზნებისათვის ცხოველთა მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი საჭიროებები მოიცავენ:

ა)  სათანადო კვებასა და დაწყურვებას;

ბ) ცხოველისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას; საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობას, დათბუნებასა და განათებას საჭიროების შემთხვევაში;

გ) დროულ და სათანადო სამედიცინო –

ვეტერინარული მომსახურებას;

დ) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნას;

ე) ცხოველისათვის აუცილებელი შესაბამისი საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობასა და მათ სოციალიზაციას.

3. დაუშვებელია დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფებ