1. ცხოველთა კეთილდღეობა მოიცავს ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნას, ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან.
2. ამ წესის მიზნებისათვის ცხოველთა მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი საჭიროებები მოიცავს:
ა) თავისუფალ ხელმისაწვდომობას წყალსა და საკვებზე;
ბ) ცხოველისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას; საძილე ადგილის გამოყოფა - მოწყობას, დათბუნებასა და განათებას საჭიროების შემთხვევაში;
გ) ცხოველის გასეირნებასა და სათანადო ფიზიკური აქტივობით დატვირთვას;
დ) დროულ და სათანადო სამედიცინო-ვეტერინარულ მომსახურებას;
ე) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნას;
ვ) ცხოველისათვის აუცილებელი შესაბამისი საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობასა და მათ სოციალიზაცია