1. პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც მოცემული პერიოდისათვის ჰყავს მეპატრონე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), იმყოფება მეპატრონის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ ან/და რეგისტრირებულია როგორც საკუთრება.
2. ცხოველის მეპატრონე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში სტანდარტების შესაბამისი წესებით წვრთნას, რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას.
3. უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისათვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ უდგინდება მეპატრონე.
4. მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ ტერიტორიაზე და მასზე ხორციელდება ზედამხედველობა მიმკედლებლის მიერ.
5. უმეთვალყურეო/უზედამხედველო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც დროის მოცემულ მონაკვეთში არ ხორციელდება პატრონაჟი ან ზედამხედველობა და რომელსაც არ გააჩნია მიმკედლებელი.
6. ცხოველის მიმკედლებელი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე, კვება-დაწყურვების უზრუნველყოფაზე, უფლებამოსილი ორგანოს დახმარებით ცხოველთა თავშესაფარში ან საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სურვილით სხვა ვეტერინარულ დაწესებულებაში ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებაზე.
7. ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისათვის საარსებო პირობების შექმნა: ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, დადგენილი რაციონით კვება-დაწყურვება, გამოყოფილი განათებული ფართის დათბუნება, ძაღლის შემთხვევაში რეგულარული გასეირნება.
8. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები – ცხოველის მეპატრონის ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, ცხოველის მეპატრონის საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის ცხოველის მოვლა-პატრონობას, ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, ცხოველისაგან პატრონის ხანგრძლივი პერიოდით მოცილება, პირის მიერ ცხოველის მეპატრონის სამკვიდროზე უარის თქმა.
9. ცხოველის მეპატრონის დადგენის ან ახალი მეპატრონის მოძიების ქმედითი ღონისძიებები – იდენტიფიკატორის არსებობის შემთხვევაში: ცხოველის იდენტიფიცირება, ოპტიმალურ ვადებში ცხოველის ფოტოსურათ(ებ)ის და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება, მოთხოვნები მეპატრონის მიმართ ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და სხვა) განთავსების უზრუნველყოფა უფლებამოსილ ორგანოში, სოციალურ ქსელ(ებ)ში, სხვადასხვა შესაბამის ვებგვერდებსა და მედიასაშუალებებში.
10. ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაცია – კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირი), რომლის წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობის ფორმებსა და მიზნებს წარმოადგენს ცხოველთა დაცვა.
11. ვეტერინარული დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ საქმიანობას.
12. კინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კინოლოგიურ მომსახურებას.
13. ფელინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ფელინოლოგიურ მომსახურებას.
14. ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) – ცხოველისათვის უმტკივნეულო მეთოდით სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესების განსაზღვრულ შემთხვევებში.
15. ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური, ცხოველთა დაცვის ან სხვა უფლებამოსილი დაწესებულების მიერ პატრონიანი ან მიკედლებული ცხოველის რეგისტრაცია და მარკირება საგანგებო ნიშნით: სპეციალური საჭდის, მიკროჩიპის, სვირინგის ან საყელურის მეშვეობით, რომელზეც განთავსებულია იდენტიფიკატორი ნომერი და შესაბამისი ნომერი აისახება შესაბამის ბაზაში წინამდებარე წესის შესაბამისად, ბაზაში შეიყვანება მონაცემები მეპატრონის შესახებ, ასევე ფრინველის დარგოლვა.
16. საბელი – ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს პატრონისაგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას.
17. ალიკაპი – ცხოველის პირზე ასაკრავი საშუალება, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც სხვა ცხოველებისა და ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება.
18. ცხოველების დაცვა – ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
19. ცხოველებზე ზრუნვა – პირის მიერ ქმედებათა განხორციელება, რომლებიც მიმართული არიან ცხოველის კეთილდღეობის და დაცულობის უზრუნველყოფისაკენ.
20. ცხოველის შემფარებელი – პირი, რომელიც საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ფლობს უძრავ ქონებას, სადაც შეუძლია შეიფაროს ცხოველები მეპატრონის გამოჩენამდე, გასხვისებამდე/გაჩუქებამდე, ახალი შემფარებლისათვის გადაცემამდე ან სამუდამოდ.
21. ცხოველთა მოშენება – კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით კომერციული მიზნით ცხოველის გამრავლება.
22. ფუნქციური დანიშნულების ძაღლი – სპეციალური დანიშნულების მქონე ძაღლი, რომელიც გამოიყენება დაცვის, მოძიების, სამწყემსო დანიშნულებისათვის, უსინათლოსათვის გაძღოლის მიზნით, სანიტარიული ან დანაშაულებრივი ფაქტების აღმოსაფხვრელად.
23. ცხოველთა თავშესაფარი – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობას, ცხოველებისათვის ახალ მეპატრონეთა მოძიებას და მათთვის გადაცემას.
24. ცხოველთა მინი/საოჯახო თავშესაფარი – დაწესებულება ან საცხოვრებელი, სადაც გამოჯანმრთელებამდე ან სამუდამოდ არიან განთავსებული მიუსაფარი ჯანმრთელი ან ტრავმირებული ცხოველები და უზრუნველყოფილია მათი ვეტერინარული მომსახურება.
25. უმეთვალყურეო ცხოველების იზოლირება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ უმეთვალყურეო ცხოველების ჰუმანური მეთოდებით აყვანა მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, ცხოველების რეგისტრაცია, სამეცნიერო ზოოლოგიური სტანდარტის მიხედვით, ყოველი ცხოველისათვის შესაბამისი ფართითა და პირობებით უზრუნველყოფა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით მისაწოდებელი საკვების განსაზღვრა შესაბამისი რაციონითა და კალორიულობით, დაწყურება, რეგულარული გასეირნება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით.
26. კასტრაცია – ხვადი ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტა.
27. სტერილიზაცია – ძუ ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტ