1. მიზანი

კომპონენტის მიზანია:

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე (თამბაქოსა და მეორადი კვამლის მავნეობა, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და თამბაქოს ახალი ტიპის გახურებადი ნაწარმი, ჩილიმი, თამბაქო და გარემო), თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა;

ბ) თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა;

გ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესება.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით, მ.შ. მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების გამოყენებით;

ბ) არანაკლებ 2 სატელევიზიო კლიპის მომზადება;

გ) ტელევიზიებში კლიპების  განთავსება სოციალური რეკლამის სტატუსის ფარგლებში;

დ) საეთერო დროის შესყიდვა ტელევიზიებში კლიპების განთავსების მედია-გეგმის (ბადე) შემუშავება და განთავსება;

ე) მედია-ადვოკატირება (ტელე-რადიორეპორტაჟები, სტუმრობები გადაცემებში, სტატიები ბეჭდურ მედიაში და სხვა);

ვ) კამპანიის ფარგლებში სარეკლამო დროის შესყიდვა კინოთეატრებში ფილმის ჩვენების წინ;

ზ) გარე სარეკლამო ბანერების კრეატიული დიზაინის ნამუშევრების შერჩევა  და ბანერების განთავსება მეტროში, ავტობუსების გაჩერებებსა ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში (მ.შ. რეგიონებში) შემსყიდველთან შეთანხმებით;

თ) საინფორმაციო საპოპულარიზაციო ბეჭდვითი მასალის მომზადება, ბეჭდვა, გავრცელება. აღნიშნული მასალის დიზაინის შერჩევა, ბეჭდვა და მიზნობრივად გავრცელება; მაისურები, კეპები და სხვა საპოპულარიზაციო მასალები აქციებისათვის;

ი) 112-ის აპლიკაციაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევებზე რეაგირების კომპონენტის პოპულარიზაცია ;

კ) მოწევისათვის თავის დანებების მობილური აპლიკაციის „თავს ვანებებ“ შექმნა IOS სისტემისათვის;

ლ) საპილოტე სკოლებში საგანმანათლებლო სახის შეხვედრების ჩატარება სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების, ადმინისტრაციის და სკოლის ექიმების ჩართულობით თამბაქოს მავნებლობის და სკოლებში თამბაქოს კონტროლის საკითხებზე;

მ) თამბაქოსათვის თავის დანებების მსურველთათვის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო კონსულტაციების განხორციელება; ოპერატორთა გადამზადება თამბაქოს საკითხებზე;

ნ) სამასპინძლო დაწესებულებებთან კომუნიკაციის გაძლიერება – საინფორმაციო-სარეკომენდაციო სახის ვიზიტები საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, ვიზიტების სატელევიზიო და სხვა მედია საშუალებით ფართოდ გაშუქებით, საგანმანათლებლო მასალის დარიგებით;

ო) თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დანერგვის ობსერვაცია, რაც მოიცავს იმ სამიზნე დაწესებულებების (ტერიტორიის) დათვალიერებას (თამბაქოს ნამწვის, ფერფლის, მწეველობის პროცესის ან კვამლის აღმოჩენის მიზნით), სადაც კანონის შესაბამისად აკრძალულია მოწევა (მინიმუმ 4000 დაწესებულება). აქედან 100 დაწესებულებაში მოხდება მეორადი კვამლის გაზომვა (მცირე ნაწილაკების გაზომვის ჰაერის მონიტორის საშუალებით); დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის მიწოდება რეაგირების მიზნით;

პ) თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგი – 3000 სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის, აგრეთვე თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის მონიტორინგი კითხვარის დახმარებით; დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

ჟ) მოწევის აკრძალვის მონიტორინგი ტრანსპორტში (საქალაქო და საქალაქთაშორისო, მ.შ. რკინიგზა) დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

რ) რეკლამის მონიტორინგი და რეკლამის მონიტორინგი ქუჩებში. დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის და ცენტრისათვის მიწოდება;

ს) მონიტორინგის შედეგად თამბაქოსაგან თავისუფალი ორგანიზაციების გამოვლენა და დაჯილდოება;

ტ) ექიმთა ტრენინგი თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობაში თბილისსა და რეგიონებში;

უ) ექიმების გადამზადება თამბაქოსგან თავის დანებების თერაპიის მიმართულებით;

ფ) სამუშაო შეხვედრები თამბაქოს კანონის აღმასრულებელი სტრუქტურებისათვის თბილისსა და რეგიონებში: შსს-ს წარმომადგენლები; შემოსავლების სამსახური; ჯანდაცვის სექტორი; რეგიონული ცენტრის ზედამხედველობის სამსახურები; კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ტრანსპორტის სააგენტოები;

ქ) ,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე“, „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღესთან დაკავშირებული ღონისძიების აღნიშვნა;

ღ) თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის და თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის გადახედვა და განახლება (2018-2023 წწ);

ყ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვისა და მარკირების მონიტორინგი – ადგილობრივი და იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმის სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის მონიტორინგი.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

ა) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების (გარდა ,,გ“, „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტებისა) უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“, „ქ“, „ღ“ და ,,ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) თამბაქოს კონტროლის მექანიზმის გაძლიერება;

ბ) თამბაქოს საკითხებზე მოსახლეობისა და პროგრამით განსაზღვრული კონტინგენტის ინფორმირებულობის დონის ამაღლება;

გ) თამბაქოსაგან თავისუფალი დაწესებულებების რაოდენობის გაზრდა;

დ) თამბაქოს ცხელი ხაზის საშუალებით თამბაქოს საკითხებზე კონსულტირებული მოსახლეობის მოცვის მაღალი მაჩვენებელი;

ე) თამბაქოსთვის თავის დანებების კონსულტირების პრინციპების შესახებ პჯდ ექიმების ცოდნის დონის გაზრდა.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:

ა) სოციალური მედიით სამიზნე აუდიტორიის მოცვა;

ბ) შემუშავებული მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების რაოდენობა;

გ) შემუშავებული კლიპების რაოდენობა და მედია-განთავსების გეგმა;

დ) სატელევიზიო/რადიო რეპორტაჟების/სტატიების, სტუმრობების რაოდენობა;

ე) საჯარო საუბრების/დისკუსიების რაოდენობა;

ვ) თამბაქოს „ცხელ ხაზზე“ გაწეული კონსულტაციების რაოდენობა;

ზ) სმარტფონის გამართული აპლიკაცია; აპლიკაციის ჩამოტვირთვების სტატისტიკური ინფორმაცია; 112-ის აპლიკაციაში ინტეგრირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევებზე რეაგირების კომპონენტი;

თ) სამასპინძლო დაწესებულებებში კანონმდებლობის შესახებ საინფორმაციო – საპოპულარიზაციო ვიზიტების რაოდენობა;

ი) სამიზნე დაწესებულებებში და სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტების შედეგები;

კ) დატრენინგებული სპეციალისტები თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის საკითხებში;

ლ) დატრენინგებულ აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების რაოდენობა;

მ) დაბეჭდილი და გავრცელებული საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალა (დაგეგმილის 100%);

ნ) თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მონიტორინგის შედეგები და დარღვევებზე შეტყობინებების რაოდენობები;

ო) საკომუნიკაციო კამპანიის ანალიზი-შეფასებ