1. მიზანი

კომპონენტის მიზანია რეგულარული ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფაქტორის, მისი სახეობების, სასურველი რეჟიმისა და მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის განათლებისა და ცნობიერების სისტემატიური ამაღლება სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობით.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით, მ.შ. მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების გამოყენებით;

ბ) ფიზიკური აქტივობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება და საქმიანობის კოორდინირება; ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა;

გ) მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ცენტრის თანამშრომელთა მიერ, ასევე ადგილობრივი სჯდ ცენტრების მიერ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში;

დ) მასმედიის მობილიზება და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ადვოკატირება (ტვ და რადიო რეპორტაჟები, სტუმრობები, სტატიები);

ე) ქუჩების მოხატვა ფიზიკური აქტივობის წამახალისებელი სტენსილებით (თბილისი და სხვა დიდი ქალაქები);

ვ) სპორტული თამაშების მოწყობა ეზოებში ან სტადიონებზე, სტუმრების მოწვევა და ღონისძიების პოპულარიზაცია; პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში და სიმბოლური წამახალისებელი დაჯილდოვებით;

ზ) თემატური გარბენების ორგანიზება ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის მიზნით სიმბოლური წამახალისებელი დაჯილდოვებით;

თ) შეხვედრების ორგანიზება სკოლებში რეგულარული ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ხელშეწყობის ერთ-ერთი ფაქტორის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ცნობილი ადამიანების, მ.შ. სპორტსმენების მონაწილეობით;

ი) თემატური ვიდეო-რგოლის შემუშვება;

კ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზება სკოლებში ფიზიკური აღზრდის და ფიზიკური აქტივობა ყველასათვის გაძლიერების/პოპულარიზაციის მიზნით.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ;

ბ) მოსახლეობის ცოდნის დონის ზრდა, რომელმაც იცის რეგულარული ფიზიკური აქტივობის რაობის შესახებ.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) საგანმანათლებლო მასალის დაბეჭდვა (დაგეგმილის 100%);

ბ) სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფის მოცვა (დაითვლება ფეისბუქ მთვლელით);

გ) მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების რაოდენობა;

დ) განხორციელებული გარბენები;

ე) შემუშავებული ვიდეო-რგოლი;

ვ) სტენსილების რაოდენობა;

ზ) სატელევიზიო რეპორტაჟების, გადაცემებისა და სტატიების რაოდენობა;

თ) სპორტული თამაშების რაოდენობა;

ი) მულტისექტორული სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიის რაოდენობა;

კ) სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრების რაოდენობა;

ლ) დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების რაოდენობა;

მ) შემუშავებული თემატური კლიპ