1. მიზანი
კომპონენტის მიზანია ზოგადი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჰაერის დაბინძურების შესახებ და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ზიანის პრევენცია.
2. მომსახურების მოცულობა
კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) ცნობიერების ამაღლების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დარგში მომუშავე ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
ბ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით, მ.შ. მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების გამოყენებით;
გ) მედიის საშუალებით საკითხის ადვოკატირება;
დ) „სასარგებლო საუბრები“ და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
ე) საინფორმაციო საპოპულარიზაციო ბეჭდვითი მასალის მომზადება, ბეჭდვა და გავრცელება;
ვ) ვიდეო-რგოლის მომზადება და განთავსება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით;
ზ) ტრენინგი ან სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი
კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. დასახული საბოლოო შედეგები
ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჰაერის დაბინძურების შესახებ;
ბ) გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ზიანის პირველადი პრევენცია.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი
ა) შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
ბ) მოცულია სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფი (დაითვლება ფეისბუქ მთვლელით);
გ) მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების რაოდენობა;
დ) მომზადებული და გავრცელებული ვიდეო-რგოლი;
ე) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალის 100%;
ვ) სატელევიზიო და რადიო რეპორტაჟების, სტუმრობების, სტატიების რაოდენობა;
ზ) შეხვედრების რაოდენობა დაინტერესებულ მხარეებთა