1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება სრულად.
2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი – 11.5-ის და დანართი 11.51 შესაბამისად, ამასთან, სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს პროგრამით განსაზღვრული ყოველთვიური ბიუჯეტის:
ა) არანაკლებ 35% ბენეფიციართათვის საჭირო მედიკამენტების შესასყიდად;
ბ) არანაკლებ 35% მდგ წევრების ხელფასების ასანაზღაურებლად.
3. პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი – 11.6-ის შესაბამისად.
4. პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.
5. პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი – 11.7-ის შესაბამისად,6. პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი – 11.8-ის შესაბამისად. თითოეულ მობილურ გუნდზე თვის ლიმიტი შეადგენს 7100 ლარს (მ.შ. არანაკლებ 35% მდგ წევრების ხელფასების ასანაზღაურებლად)
7. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მაგრამ ყოველთვიურად არაუმეტეს დანართი 11.9 -ით განსაზღვრული ბიუჯეტისა, ამასთან:
ა) პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „.ა.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში ერთი შემთხვევის ღირებულება შეადგენს 690 ლარს;
ბ) პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში საწოლდღის ფასი შეადგენს 23 ლარს;
გ) პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა დაცვა და უსაფრთხოებისა) ღირებულება განისაზღვრება ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
8. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი მომსახურების (დაცვა და უსაფრთხოება) დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მაგრამ ყოველთვიურად არაუმეტეს დანართი 11.10-ით განსაზღვრული ბიუჯეტისა.
9. პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი 11.11-ის შესაბამისად.
10. პროგრამის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების სადღეღამისო ხარჯი ერთ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 17 ლარ