1. მიზანი

კომპონენტის მიზანია ზოგადი მოსახლეობის, მ.შ. მოზარდების ცნობიერების ამაღლება ნარკოტიკების და მათი საზიანო მოხმარების, საკანონმდებლო რეგულაციების, აგრეთვე, აზარტულ  თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) ნივთიერებადამოკიდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ნივთიერებადამოკიდებულების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;

ბ) მცირე მასშტაბის თვისობრივი კვლევის განხორციელება სამიზნე პოპულაციაში და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

გ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით, მ.შ. მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების გამოყენებით;

დ) ნარკოტიკების მოხმარების მავნეობაზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ მედიის საშუალებით საკითხის ადვოკატირება;

ე) „სასარგებლო საუბრები“ და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით;

ვ) სატელევიზიო კლიპის/კლიპების ან სოციალური ქსელისთვის ვიდეოების მომზადება და გავრცელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით;

ზ) საინფორმაციო საპოპულარიზაციო ბეჭდვითი მასალის მომზადება, ბეჭდვა, გავრცელება, (ფლაერები, ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები, კანონმდებლობის მოკლე გაიდი-პოსტერები);

თ) საპილოტე სკოლებში მასწავლებლების გადამზადება ნივთიერებადამოკიდებულების თემატიკაზე, მ.შ. ნივთიერებადამოკიდებულების შესახებ მოსწავლეებთან კომუნიკაციის საკითხებზე;

ი) ტრენინგი ან სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) ნარკოტიკების და მათი საზიანო მოხმარების, აგრეთვე საკანონმდებლო რეგულაციების საკითხებზე მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება.

ბ) აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ სამიზნე პოპულაციის ცოდნის დონის ამაღლება და დამოკიდებულების პრევენცია.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები;

ბ) სოციალური მედიით სამიზნე აუდიტორიის მოცვა;

გ) მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების რაოდენობა;

დ) მომზადებული და გავრცელებული ვიდეო-რგოლი;

ე) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალის 100%;

ვ) სატელევიზიო და რადიო რეპორტაჟების, სტუმრობების, სტატიების რადენობა;

ზ) ტრენირებული სკოლის ექიმების რაოდენობა;

თ) შეხვედრების რაოდენობა დაინტერესებულ მხარეებთა