თამაშების ყველა მიმწოდებელმა, რომელიც ფლობს დისტანციურ სათამაშო სისტემას/პლატფორმას (მათ შორის – დისტანციურ სათამაშო სერვერს) და რომლის საშუალებითაც იგი აწვდის თამაშ(ებ)ს ან/და სხვა არსებით პროდუქციას/მომსახურებას ოპერატორს, უნდა:

ა) ჩამოაყალიბოს და დანერგოს შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც მოიცავს თამაშების ოპერირების ყველა ასპექტს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სისტემის უსაფრთხოებაზე, ოპერირებაზე და ანგარიშგებაზე;

ბ) წარმოადგინოს შიდა კონტროლის მექანიზმები შემოსავლების სამსახურის ან/და შერჩეული პირის მოთხოვნის შემთხვევაში;

გ) ჰყავდეს უფლებამოსილი პირები საკვანძო პოზიციებზე, მინიმუმ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ცვლილებების მენეჯმენტის მიმართულები