1. მოთამაშის ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოთამაშის მოთხოვნით;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით;

გ) ოპერატორის მიერ, თუ დადასტურდა ანგარიშზე ნებისმიერი უკანონო აქტივობა.

2. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ანგარიში გაუქმდა მოთამაშის მოთხოვნით, ოპერატორი შეატყობინებს მოთამაშეს ელ-ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ანგარიშზე შესვლისას შესაბამისი შეტყობინების მეშვეობით, რომ ანგარიში უქმდება, რა შეზღუდვები ვრცელდება ანგარიშზე და რა ქმედებებია საჭირო იმისათვის, რომ ანგარიშის გაუქმება თავიდან იქნეს აცილებული (ასეთი ქმედებების შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში).

3. ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში სისტემამ არ უნდა მისცეს მოთამაშეს:

ა) ფსონის განთავსების შესაძლებლობა;

ბ) ანგარიშზე თანხის შეტანის შესაძლებლობა;

გ) ანგარიშიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ანგარიში უქმდება მოთამაშის მოთხოვნით);

დ) ანგარიშის წაშლის ან ნებისმიერი ცვლილების შესაძლებლობა.

4. გაუქმებულ ანგარიშს შეიძლება დაუბრუნდეს აქტიური სტატუსი, როდესაც:

ა) გაუქმების პერიოდი გავიდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) უფლებამოსილმა ორგანომ გასცა შესაბამისი თანხმობა ანგარიშის აქტივაციის შესახებ;

გ) მოთამაშემ სრულად შეასრულა გამოსასწორებელი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

თავი IV. Peer-to-Peer თამაშე