1. ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით თამაშის მიმწოდებელმა, მისი  სათანადოდ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მეშვეობით უნდა:

ა) უზრუნველყოს დისტანციური სათამაშო სერვერის უსაფრთხო და დაცული ოპერირება;

ბ) უზრუნველყოს ძირითადი და დამხმარე სათამაშო მოწყობილობების უსაფრთხო და დაცული ოპერირება;

გ) უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული კომუნიკაცია ოპერატორის სისტემასთან, შემდეგის ჩათვლით:

გ.ა) ყველა კომუნიკაციის მიმღები და გამცემი უნდა იყოს ცნობილი;

გ.ბ) გამოყენებული უნდა იქნეს მონაცემთა დაშიფვრის მეთოდი ან/და დაცული კომუნიკაციების პროტოკოლი სისტემის მთლიანობისა და კომუნიკაციების კონფიდენციალობის დაცვის მიზნით.

2. ჩაატაროს სისტემის მთლიანობისა და უსაფრთხოების შეფასება ყოველწლიურად, (2021 წლის 1 მარტიდან) არაუგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 1 მარტისა) და შეფასების ანგარიშის ასლი წარუდგინოს შერჩეულ პირ