1. მიზანი
კომპონენტის მიზანია:
ა) მოსახლეობის ინფორმირება C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, პროგრამის წამოწყების, ბენეფიციარების, ჩართვის კრიტერიუმების და სერვისის მოცულობის შესახებ;
ბ) რისკის ჯგუფების ინფორმირება, განათლება და ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ამისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ;
გ) პროგრამის მოსარგებლეების სრულფასოვანი ინფორმირება მკურნალობის სქემის, მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების შესახებ; წარმატებული მკურნალობის შემდგომ ხელახალი დაინფიცირების რისკებისა და პრევენციის შესახებ.
2. მომსახურების მოცულობა
კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) C ჰეპატიტზე საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების საკომუნიკაციო კამპანიის 2015-2018 წელს განხორციელებული საკომუნიკაციო კამპანიების შედეგების შეფასება, მის საფუძველზე სტრატეგიული კომუნიკაციის (მ.შ. კრიზის კომუნიკაციის) გეგმის შემუშავება. და დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ბ) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით (საგანმანათლებლო, კრეატიული პოსტების, ინფოგრაფიკების და ბანერების განთავსება, ონლაინ გამოკითხვების ორგანიზება სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, ,,Facebook live”-ის ფორმით ინფორმაციის მიწოდება) და რეკლამირება ციფრული მედია არხების გამოყენებით;
გ) პერსონალური, რეალური ვიდეოისტორიის (მინიმუმ 1) და ვიდეორგოლის (მინიმუმ 1) მომზადება, გავრცელება სოციალურ ქსელში;
დ) ტელევიზიებში ვიდეორგოლების განთავსების მედია-გეგმის (ბადე) შემუშავების უზრუნველყოფა და საეთერო დროის შესყიდვა. აგრეთვე, ვიდეორგოლების განთავსების უზრუნველყოფა ტელევიზიებში სოციალური რეკლამის სტატუსის ფარგლებში;
ე) მომზადებული მასალების გატესტვა სამიზნე პოპულაციაში და მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ცოდნის, დამოკიდებულების, პრაქტიკის შეფასება (თვისობრივი კვლევა) C ჰეპატიტის სკრინინგის, მკურნალობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის შესახებ;
ვ) მედია-ადვოკატირება პაციენტთა და მაღალი რისკ ჯგუფების თემის ჩართულობით (ტელე-რადიორეპორტაჟები, სტუმრობები გადაცემებში, რადიოში, სტატიები ბეჭდურ მედიაში და სხვა);
ზ) გარე რეკლამირების ბანერების კრეატიული დიზაინის ნამუშევრების შერჩევა კონკურსის წესით და ბანერების განთავსება (მაგ: მეტროს სადგურებში, ავტობუსის გაჩერებებზე, ბილბორდებზე, სხვ.);
თ) საინფორმაციო საპოპულარიზაციო ბეჭდვითი მასალისა (მაგ: ფლაერები, ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები, სხვ.) და სამახსოვრო პრომოციული ნივთების (მაგ: მაისურები, სამაჯურები, ჭიქები, პასტები, სხვ.) მომზადება, ბეჭდვა, გავრცელება. მ.შ. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებში მიმდინარე სკრინინგ პროგრამის ფარგლებში აღნიშნული მასალის დიზაინის შერჩევა კონკურსის წესით, ბეჭვდა და მიზნობრივად გავრცელება შემსყიდველთან შეთანხმებით;
ი) საჯარო ღონისძიებების (მაგ: საუბრები/დისკუსიები თანსწორ-განმანათლებელი პრინციპით სემინარები) პაციენტთა თემისა და მედიის მონაწილეობით (მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით) და გაშუქებით;
კ) კრეატიული ღონისძიების/აქტივობის დაგეგმვა და განხოციელება, მ.შ უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ჩართულობით (მაგ: მარათონი, C ჰეპატიტის თემაზე ნახატების გამოფენა და სხვა);
ლ) C ჰეპატიტის ვებგვერდის მართვა და მონაცემების განახლება.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი
ა) პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების (გარდა ,,კ“ ქვეპუნქტისა) განსახორციელებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ კვეპუნქტის მიმწოდებელია ცენტრი.
5. დასახული საბოლოო შედეგები
ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ;
ბ) C ჰეპატიტის პროგრამაში ბენეფიციარების მაქიმალური ჩართულობა.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი
ა) დაგეგმილი საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალის ბეჭდვა 100%;
ბ) სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფის მოცვა (დაითვლება ფეისბუქ მთვლელით);
გ) C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა;
დ) გადაღებული ვიდეო და რეალური ისტორია;
ე) მედიარეპორტაჟები და ისტორიების რაოდენობა;
ვ) საჯარო დისკუსიებში მონაწილეთა რაოდენობა;
ზ) C ჰეპატიტის ვებგვერდი განახლებული მონაცემებით;
თ) სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების C ჰეპატიტის სკრინინგის, მკურნალობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებ