1. მიზანი

ა) პროგრამის მოსარგებლეების სრულფასოვანი ინფორმირება პროგრამაში ჩართვის მნიშვნელობის, საჭიროების, სქემისა და მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების შესახებ; ასევე, პროგრამაში ჩართვის პროცედურების შესახებ;  წარმატებული მკურნალობის შემდგომ ხელახალი დაინფიცირების რისკებისა და პრევენციის შესახებ;

ბ) რისკის ჯგუფების ინფორმირება, განათლება და ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ამისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ;

გ) მოსახლეობის ინფორმირება C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, პროგრამის წამოწყების, ბენეფიციარების, ჩართვის კრიტერიუმების და სერვისის მოცულობის შესახებ.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტში წარმოდგენილი აქტივობები მიმართულია  მოსახლეობის, მათ შორის რისკ-ჯგუფების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე ეფექტური საკუმუნიკაციო საშუალებებით (მათ შორის სატელევიზიო, სოციალური მედია), რათა აღიჭურვონ შესაბამისი ინფორმაციით, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას ჩაერთონ პროგრაში დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით.

3.  კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი აქტივობების განხორციელება

ა) საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია:

ა.ა) სატელევიზიო და სოციალური მედია კამპანიები:

ა.ა.ა)  საკითხის ადვოკატირება ტვ მედიაში (გადაცემებში სტუმრობები, ინფორმირება);

ა.ა.ბ)  მოხდება 1 სოციალური კლიპის მომზადება მოსახლეობის ინფორმირების მიზნით C ჰეპატიტის პროგრამის სერვისების და ჰეპატიტის დროული მკურნალობის შესახებ;

ა.ა.გ) სოციალური მედია: თემის აქტუალიზაცია: ონლაინ გამოკითხვებში სამიზნე აუდიტორიების ჩართულობის უზრუნველყოფა (მინ. 250 რესპოდენტი თითო ონლაინ კვლევაზე, სულ 3 კვლევა); საგანმანათლებლო პოსტების მოძიება, ადაპტირება და განთავსება დღეში მინიმუმ 1 პოსტი და კვირაში მინიმუმ 1 სტატია, ინფორმაციის გავრცელების „ვირუსული“ კამპანიები).

ბ)  საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ ბეჭდვა/გავრცელება - მოხდება საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალის ბეჭდვა და გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი სჯდ წარმომადგენლების მიერ (სჯდ წარმომადგენლები დატრენინგებულნი იქნებიან ცენტრის მიერ).

4. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

5. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. დასახული საბოლოო შედეგები:

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ;

ბ) C ჰეპატიტის პროგრამაში ბენეფიციარების მაქიმალური ჩართულობა.

7. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:

ა) სოციალური სახის სარეკლამო ვიდეო რგოლი;

ბ) დაგეგმილი საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალის ბეჭდვა 100%;

გ) სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფის მოცვა (დაითვლება ფეისბუკ მთვლელით);

დ) C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ ადამიანთა რაოდენობ