1. მიზანი და ამოცანები:
ა) ჯანსაღი კვების საკითხებზე სამიზნე პოპულაციის ცოდნის, დამოკიდებულებისა და აღქმის შესწავლა და მრავალწლიანი ინტერვენციების განსაზღვრა;
ბ) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის დონის გაზრდა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ;
გ) მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობა;
დ) ჯანსაღი კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გაზრდა მოსახლეობაში.
2. მომსახურების მოცულობა:
ა) ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასთან დაკავშირებული მძიმე სამედიცინო და სოციალური შედეგების გათვალისწინებით აუცილებელია ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა მეცნიერულად დასაბუთებელი პრევენციული მიდგომების გამოყენებით, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ეს მიდგომები მოიცავს ალკოჰოლისგან თავისუფალი გარემოს მხარდაჭერას, ალკოჰოლის მოხმარებისა და ალკოჰოლური ინტოქსიკაციების ნეგატიური შედეგების შემცირებას შესაბამისი ჯანმრთელობის სერვისების განვითარებითა და მოსახლეობის განათლებით, არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლის მიყიდვის პრევენციას, ალკოჰოლის სარეკლამო აქტივობების და სპონსორობის შეზღუდვას ან/და სრულ აკრძალვას და სხვა. აღნიშნული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის პირველადად საჭიროა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, როგორც ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და შემდგომი ნაბიჯებისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება;
ბ) საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ მოსახლეობის კვების ჩვევებს საფუძვლიანი კორექცია სჭირდება; საგანმანათლებლო სისტემაში, ბავშვობის ასაკიდანვე დაწყებული სწავლება ჯანსაღი კვების პრინციპების შესახებ, აგრეთვე მშობელთა ინფორმირება და განათლება ბავშვების მეშვეობით, ხელს შეუწყობს და გამოიწვევს შესაბამისი კვებითი ჩვევების ფორმირებას ბავშვებში და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებას;
გ) შემუშავდება საკომუნიკაციო სტრატეგია ალკოჰოლის რეკლამირების შემცირებისა და ხელმისაწვდომობის შემცირების მიზნით ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობის ანალიზზე დაყრდნობით. განხორციელდება მიზნობრივი ტრენინგები მედიის წარმომადგენლებისათვის. კომპონენტის ფარგლებში მოხდება საინფორმაციო კამპანიის წარმოება (მათ შორის სოციალური მედიის), როგორც ეფექტური საკომუნკაციო საშუალების გამოყენებით;
დ) გარდა ამისა, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების ტრენინგი სწორი კვების ძირითადი პრინციპებსა და ჯანსაღი კვებითი ქცევების ფორმირების მეთოდოლოგიებზე, აგრეთვე ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე ცნობიერების ამაღლების თანამედროვე მიდგომები და ტექნიკები. ტრენინგის გავლის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები ჩაერთვებიან მოსახლეობის საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაში;
ე) კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი აქტივობების განხორციელება:
ე.ა) ფოკუს ჯგუფებთან მუშაობის ანალიზზე დაყრდნობით საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება (გზავნილები, საკომუნიკაციო არხები, დაინტერესებული მხარეების და სხვა განსაზღვრით);
ე.ბ) სოციალური მედია კამპანია:
ე.ბ.ა) ჯანმრთელობის ხელშეწყობის Facebook-ის გვერდზე სოციალური მედია-მარკეტინგის მეთოდით აუდიტორიის გაზრდა (7 000 მოწონებიდან მინ. 40 000-მდე გაზრდა); პროფესიონალური ვიზუალით უზრუნველყოფა და განთავსება; ცენტრის მიერ ორგანიზებულ ონლაინ გამოკითხვებში სამიზნე აუდიტორიების ჩართულობის უზრუნველყოფა; ინტერაქტიული აქტივობების წარმოება - გამოკითხვები, კითხვები, ყოველთვიური ვიქტორინის წარმოება Facebook გვერდზე; საგანმანათლებლო პოსტების მოძიება, ადაპტირება და განთავსება ჯანმრთელობის ხელშეწყობის Facebook გვერდზე;
ე.ბ.ბ) მომზადდება 3 ვიდეომიმართვა (ტესტიმონიალები) - ვიდეო მიმართვის ქრონომეტრაჟი უნდა მერყეობდეს 1 წუთიდან 2,5 წუთამდე, დასასრულ ეკრანზე ლოგოებით. ფორმატი Full HD. ვიდეო მიმართვების გავრცელება უნდა მოხდეს სოციალურ მედიაში სოციალური მედია-მარკეტინგის პრინციპების გათვალისწინებით.
ვ) საგანმანათლებლო მასალების მომზადება:
ვ.ა) ბეჭდვითი მასალის ბეჭდვა და გავრცელება მასალა გავრცელდება, როგორც ცენტრის, ასევე ადგილობრივი სჯდ ცენტრების მიერ ორგანიზებული აქციების დროს და განკუთვნილი იქნება როგორც მოზრდილი ასაკის მოსახლეობისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის მასალები გავრცელდება საგანმანათლებლო ქსელში ადგილობრივი სჯც-ის მეშვეობით მათ მიერ წარმოებული საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში;
ვ.ბ) მიზნობრივი ტრენინგები მედიის წარმომადგენლებისათვის - ჩატარდება 3 სემინარი მასმედიის წარმომადგენელების მონაწილეობით, მოწვეული იქნება როგორც სატელევიზიო და რადიოს, ასევე ბეჭდვითი მედიის სფეროდან 15-20 წარმომადგენლის ფარგლებში (თითოეულ სემინარზე). განიხილება ინფორმაციის სანდო წყაროების შერჩევის, სწორი ინტერპრეტირების და მოსახლეობისთვის სათანადოდ მიწოდების თანამედროვე ტექნოლოგიები. ზოგადი ინფორმაციები ჯანსაღი კვების და კვებასთან ასოცირებული დაავადებების გავრცელების და პრევენციის მდგომარეობის, აგრეთვე ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპების შესახებ სასემინარო ნაწილში; პრაქტიკულ ნაწილში კი მოხდება მათთან ერთად მედია კომპანიების საკომუნიკაციო შემოთავაზებების შემუშავება და განხილვა.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია
ჯანსაღი კვების ხელშეწყობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი
კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. დასახული საბოლოო შედეგები
ა) ალკოჰოლის საკითხებზე (მ.შ. რეკლამირების შეზღუდვის საჭიროების შესახებ), მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება;
ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის გაძლიერება ჯანსაღი კვების ხელშეწყობის საკითხებში.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი
ა) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო მასალების 100%;
ბ) სოციალური მედია ქსელებით სამიზნე აუდიტორიის მოცვა (დაითვლება პირდაპირ ფეისბუკ მთვლელით);
გ) ტრენირებული ტვ/ბეჭდური/რადიო მედიის წარმომადგენლების რაოდენობა, რომლებმაც იციან ჯანსაღი კვების/ალკოჰოლი მავნე ზემოქმედებისა/მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის მეთოდიკა (20-მდე);
დ) მომზადებული და გავრცელებული სოციალური კლიპი (3