1. მიზნები და ამოცანები:

ა) რეგულარული ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფაქტორის, მისი სახეობების, სასურველი რეჟიმისა და მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების სისტემატიური ამაღლება სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობით;

ბ) ფიზიკური აქტივობის საკითხებზე სამიზნე პოპულაციის ცოდნის, დამოკიდებულებისა და აღქმის შესწავლა და მრავალწლიანი ინტერვენციების განსაზღვრა.

2. მომსახურების მოცულობა:

ა) უკანასკნელ წლებში განხორციელებული წარმატებული ინიციატივების მიუხედავად, რაც სკოლებსა და დასახლებულ პუნქტებში სპორტული მოედნებისა და გამაჯანსაღებელი კომპლექსების მოწყობაში გამოიხატა, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა კვლავ პრობლემად რჩება.  მოსწავლეთა სპორტული აღზრდის ხელშეწყობასა და სასწავლო პროგრამებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების სიმწირე ბავშვებში ხელს უშლის მომავალში რეგულარული ფიზიკური აქტივობის კულტურის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფაქტორის, მისი სახეების, სასურველი რეჟიმისა და მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების სისტემატური ამაღლება;

ბ) ამ კომპონენტში წარმოდგენილი აქტივობები ძირითადად მიმართული იქნება მოსახლეობის განათლებაზე;  ცენტრების როლის გაძლიერებაზე. შემუშავდება ფიზიკური აქტივობის შესახებ საკომუნიკაციო სტრატეგია (მ.შ. მესიჯების, საკომუნიკაციო თემების, საკომუნიკაციო არხების, სანდო წყაროებისა და ა.შ. გამოყენებით აგებული სამოქმედო გეგმით) სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის ანალიზზე დაყრდნობით. შესაბამისად, მოხდება ფიზიკური აქტივობის მედია ადვოკატირება და პოპულარიზაცია უახლოესი სამი წლის განმავლობაში.

3. კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი აქტივობების განხორციელება

ა)ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობის ანალიზზე დაყრდნობით მოხდება ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება სახვადასხვა სექტორთან თანამშრომლობით - მოიცავს სხვადასხვა სექტორებთან შეხვედრების ორგანიზებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და რეალიზებას, ფიზიკური აქტივობის ფართომასშტაბიან პოპულარიზაციას;

ბ) საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება  სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ცენტრის თანამშრომელთა მიერ, ასევე ადგილობრივი სჯდ ცენტრების მიერ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში (ცენტრის მერ ჩატარებული ტრენინგების შემდგომ. სჯდ ცენტრის წარმომადგენელთა ტრენინგს უზრუნველყოფს ცენტრი მისი რესურსით);

გ) ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სოციალური მედია კამპანია:

გ.ა) ონლაინ გამოკითხვებში სამიზნე აუდიტორიების ჩართულობის უზრუნველყოფა (მინ. 250 რესპოდენტი თითო ონლაინ კვლევაზე); ინტერაქტიული აქტივობების წარმოება - გამოკითხვები, კითხვები, ყოველთვიური ვიქტორინის წარმოება Facebook გვერდზე; თემატური საგანმანათლებლო პოსტების მოძიება, ადაპტირება და განთავსება ჯანმრთელობის ხელშეწყობის Facebook გვერდზე - დღეში მინიმუმ 2 პოსტი და კვირაში 1 სტატია; პროფესიონალური ვიზუალის შემუშავება და განთავსება ვირუსული გავრცელებისთვის;

გ.ბ) მომზადდება სამოყვარული ფორმატის 3 ვიდეო მიმართვა - ვიდეო მიმართვის ქრონომეტრაჟი უნდა მერყეობდეს 1 წუთიდან 2,5 წუთამდე, დასასრულს ეკრანზე ლოგოებით. ფორმატი Full HD. ვიდეო მიმართვები გავრცელდება სოციალურ ქსელში კამპანიის ფარგლებში სოციალური მედია-მარკეტინგის გამოყენებით.

4. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

5. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. დასახული საბოლოო შედეგები

ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ;

ბ) მოსახლეობის ცოდნის დონის ზრდა, რომელმაც იცის რეგულარული ფიზიკური აქტივობის რაობის შესახებ;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის გაძლიერება ფიზიკური აქტივობის პრომოციის საკითხებში. ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის წილის ზრდა.

7. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) საგანმანათლებლო მასალის დაბეჭდვა (დაგეგმილის 100%);

ბ) სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფის მოცვა (დაითვლება ფეისბუკ მთვლელით);

გ) სამოყვარულო ვიდეოების/მიმართვების რაოდენობა (მინიმუმ 3