1. მიზანი და ამოცანები:
ა) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე, თამბაქოს მოხმარების კონტროლის რეგულაციების შესახებ და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა;
ბ) თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა;
გ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესება.
2. მომსახურების მოცულობა:
ა) თამბაქოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი ბრძოლის დასაწყებად და თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა და მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება. ამისთვის კი მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს საკითხებზე, მათ შორის კანონმდებლობის ძირითად პრინციპებზე და თამბაქოს, როგორც ჯანმრთელობის ქცევით რისკ-ფაქტორზე;
ბ) კომპონენტის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანია, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის დანერგვისა და აღსრულების შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით მოხდება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების მონიტორინგი, ჩატარდება ტრენინგები დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, განხორციელდება სხვადასხვა სახის კვლევები, გამტკიცდება მულტისექტორული თანამშრომლობა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მხარდასაჭერად;
გ) კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი აქტივობების განხორციელება:
გ.ა) თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციების საინფორმაციო კამპანია - მომზადდება საინფორმაციო კლიპები (სოციალური რეკლამა), 3 კლიპი მაქსიმუმ 20 წამიანი, სადაც ხმოვანი სახით და ტექსტით, გაჟღერდება ინფორმაცია, თუ კანონის რა მუხლი იცავს პასიური მწეველობისგან მოსახლეობას, კანონის რა მუხლებია თამბაქოსაგან თავისუფალი სივრცის შესახებ, კანონის რა ნორმა როდიდან შედის ძალაში და სხვა. კლიპები გავრცელდება სოციალურ მედიაში წინასწარ განსაზღვრული საკომუნიკაციო სქემის მიხედვით, განთავსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის და სხვა სატელევიზიო არხების ეთერებში (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური რეკლამის სტატუსით); მომზადდება სოციალურ ქსელში გასავრცელებლად მომზადებული მიმართვები და ტესტიმონიალები (სულ 6), რომლებიც სოციალური მედია კამპანიის ნაწილი იქნება;
გ.ბ) თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის დანერგვის ობსერვაცია - მოიცავს იმ სამიზნე დაწესებულებების (ტერიტორიის) დათვალიერებას (თამბაქოს ნამწვის, ფერფლის, მწეველობის პროცესის ან კვამლის აღმოჩენის მიზნით), სადაც კანონის შესაბამისად აკრძალულია/შეზღუდულია მოწევა (სულ 700 დაწესებულება). მათგან 30% განლაგებულია თბილისში, დანარჩენი რეგიონებში). აქედან 50 დაწესებულებაში მოხდება მეორადი კვამლის გაზომვა (მცირე ნაწილაკების გაზომვის ჰაერის მონიტორის საშუალებით);
გ.გ) თამბაქოსაგან თავისუფალი ორგანიზაციების გამოვლენა და დაჯილდოება (გამოვლენილ დაწესებულებაზე გაიცემა სპეციალური სიგელი წარწერით ,,თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი დაწესებულება“);
გ.დ) თამბაქოს ნაწარმის შემცველობის რეგულირება და ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა - თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის შესახებ (კუპრი, ნიკოტინი და მხუთავი აირები) ინფორმაციის გასაჯაროება „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის N538 დადგენილების გათვალისწინებით;
გ.ე) „თამბაქოს ნაწარმის შეფუთვისა და მარკირების მონიტორინგი - ადგილობრივი და იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმის სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის მონიტორინგი (აღნიშნული ღონისძიების შესახებ დკსჯეც-ს ინფორმირების ძირითადი წყაროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „შემოსავლების სამსახური“);
გ.ვ) თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგი - 700 სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის, აგრეთვე თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის მონიტორინგი სპეციალური კითხვარის დახმარებით (რომელსაც შეიმუშავებს ცენტრი კანადის საერთაშორისო განვითარების ცენტრის გრანტის ფარგლებში მომზადებული კითხვარის საფუძველზე);
გ.ზ) თამბაქოს „ცხელი ხაზის“ მუშაობის გაუმჯობესება - ოპერატორების ტრენინგი;
გ.თ) პჯდ სპეციალისტების ტრენინგი, მოწევის დანებების კონსულტირების მეთოდოლოგიის შესახებ, აგრეთვე დარღვევების რეაგირებაზე პასუხისგებელი სტრუქტურების წარმომადგენლების ტრენინგი;
გ.ი) ბეჭდვითი მასალის ბეჭდვა/გავრცელება: ფლაერები - გავრცელდება აქციების დროს; ბუკლეტები - გავრცელდება სჯდ ცენტრების მიერ საგანმანათლებლო აქტივობებისას, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გზამკვლევი; გავრცელდება ასევე დარღვევების რეაგირებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში ტრენინგის განმახორციელებლისგან (მომსახურების შესყიდვა); მაისური, კეპი; ბანერი, რომლებიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა მონაწილეობრივი აქციების დროს;
გ.კ) ჩატარდება რაოდენობრივი კვლევა თამბაქოსა და სხვა დაკავშირებული რისკ-ფატორების და ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ (KAPS), რომელიც გარდა იმისა, რომ მოგვცემს შესაბამის მონაცემებს როგორც თამბაქოს, (რომელიც შემდგომი ინტერვენციის საფუძველი გახდება თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის შესაბამისად), ასევე სხვა რისკ-ფაქტორების გავრცელების მიზეზების შესახებ. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება:
გ.კ.ა) შემდგომი ინტერვენციების დასაგეგმად მოსახლეობის ქცევითი ფაქტორების გავრცელების მოდიფიცირების მიზნით;
გ.კ.ბ) საბაზისო მონაცემთა მისაღებად, რომელიც საფუძვლად დაედება ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამის (ანდა ნებისმიერი ინტერვენციის) შეფასების სისტემას შემდგომი წლიდან. კვლევის მონაწილეთა რაოდენობა იქნება 3000 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოკითხვისთვის გამოყენებული იქნება სტრუქტურირებული კითხვარი. კვლევის დროს ასევე მოხდება საგანმანათლებლო მასალების გავრცელება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულირიზაცია ქვეყნის მასშტაბით.
გ.ლ) თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია
თამბაქოს კონტროლის ხელშეწყობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი:
ა) კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების (გარდა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.გ“, ,,გ.დ“, ,,გ.ე“ და ,,გ.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა) უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ევალება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ცენტრს“;
გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (გარდა საბეჭდი მასალის ბეჭდვის მომსახურებისა) ევალება ცენტრს, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან. ღონისძიებასთან დაკავშირებული ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.გ“ და ,,გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ევალება ცენტრს.
5. დასახული საბოლოო შედეგები:
ა) თამბაქოს კონტროლის მექანიზმის გაძლიერება;
ბ) თამბაქოს საკითხებზე მოსახლეობისა და პროგრამით განსაზღვრული კონტინგენტის ინფორმირებულობის დონის ამაღლება;
გ) თამბაქოსაგან თავისუფალი დაწესებულებების რაოდენობის გაზრდა; თამბაქოს ცხელი ხაზის საშუალებით თამბაქოს საკითხებზე კონსულტირებული მოსახლეობის მოცვის მაღალი მაჩვენებელი;
დ) თამბაქოსა და სხვა დაკავშირებული რისკ-ფატორების და ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ (KAPS) ჩატარებული კვლევის შედეგები.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:
ა) თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევების იდენტიფიკაციასა და რეაგირებაზე პასუხისგებელი სტრუქტურების მიზნობრივი ტრენინგი - 100 პერსონალი; ექიმების და ექთნების საყოველთაო ტრენინგი მოწევის გადაგდების მოკლე კონსულტაციის საკითხებში - 300 პჯდ სპეციალისტი;
ბ) თამბაქოს „ცხელ ხაზზე“ გაწეული კონსულტაციების რაოდენობა (საშუალოდ 10 კონსულტაცია დღეში. დღეისთვის, ხორციელდება საშუალოდ 6 კონსულტაცია);
გ) სავაჭრო ობიექტების და იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც განხორციელდა მონიტორინგი (მინ. 700-700 ობიექტი);
დ) დაბეჭდილია და გავრცელებული საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალა (დაგეგმილის 100%);
ე) 2015 წლისთვის თამბაქოს საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დინამიკა განხორციელებული ბაზისური კვლევის მონაცემებისა და პერიოდული კვლევების ხელშეწყობით;
ვ) სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევევის შედეგად დადგენილი თამბაქოს მოხმარების დინამიკ