1. მიზნები და ამოცანები

ა) სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარება;

ბ) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანსაღ წესზე/ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე;

გ) პრიორიტეტულ თემებზე ცოდნის, დამოკიდებულებისა და აღქმის შესწავლა და მრავალწლიანი ინტერვენციების განსაზღვრა.

2. მომსახურების მოცულობა:

ა) ჯანმრთელობის ხელშეწყობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის,   ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ამიტომ, ცხოვრების წესით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შესამცირებლად ქცევითი რისკების ინტეგრირებული მართვისათვის აუცილებელია ეფექტიანი სექტორთაშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბება. ამასთან, მნიშვნელოვანია ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების კვალიფიციური პოტენციალის გაზრდა და გაძლიერება;

ბ) კომპონენტის ფარგლებში, ცენტრის მიერ მოხდება სექტორთაშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბების აქტიური ხელშეწყობა და კოორდინირება ჯანმრთელობის ხელშეწყობის კუთხით. სხვადასხვა სექტორის ჩართულობით, რომელიც ერთი საკომუნიკაციო სტრატეგიით იმოქმედებს, გაცილებით მნიშვნელოვანი ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი.

გ) ცენტრი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების, აგრეთვე პირველადი ჯანდაცვის ცენტრების გაძლიერებას ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მოსახლეობაში, რომელიც გააერთიანებს ჯანმრთელობის ცალკეულ ქცევით რისკ-ფაქტორებზე მიმართულ ძალისხმევას.

3.  კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი აქტივობების განხორციელება

ა) სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარება (საკონუმიკაციო სტრატეგია, სამუშაო შეხვედრები):

ა.ა) ჩატარდება სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან (სამინისტროების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური სექტორი) სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნება თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობები, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტები განხსახილველად და კონსესუსის მისაღწევად და სხვა;

ა.ბ) ფოკუს ჯგუფებთან მუშაობის ანალიზზე დაყრდნობით საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება.

ბ) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის აპარატის ხარჯებიდან მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების გაძლიერება და მათი მეთოდური დახმარება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ძირითად საკითხებზე.  ჯანმრთელობის ხელშეწყობის თემის პოპულარიზაციის, ამ სფეროში არსებული მიღწევების და თანამედროვე მეთოდოლოგიების გაცნობის კუთხით, ვინაიდან საქართველოში დღემდე არ არსებობს ფორმალური განათლება, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ჯანმრთელობის განათლებასა და ხელშეწყობაში, შესაბამისად, არის ამ კუთხით კვალიფიკაციის ამაღლების მწვავე საჭიროება. ტრენინგებზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა თამბაქოს მოხმარება, სწორი კვების ძირითადი პრინციპების სწავლების და ჯანსაღი კვებითი ქცევების ფორმირების მეთოდოლოგიები, აგრეთვე ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული მიდგომები და ტექნიკები, C ჰეპატიტის პრევენცია, ფიზკური აქტივობის ხელშეწყობის მეთოდიკა, ხელისა და პირის ღრუს ჰიგიენა, ჰიპერტენზია და მისი რისკ-ქცევები, სისხლის უანგარო დონორების მოზიდვა და მხარდაჭერა, წამალდამოკიდებულება, მოსახლეობაში საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოების თანამედროვე კონცეფციები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და სხვ. სულ გადამზადდება 64 სჯდ ცენტრის 200-250  სჯდ სპეციალისტი; აგანმანათლებლო მოდულები და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები განთავსდება დკ&სჯეც-ის ვებ-გვერდზე და იქნება ხელმისაწვდომი სპეციალისტებისათვის;

გ) ცხოვრების ჯანსაღ წესის პოპულარიზაციის მიზნით სოციალური მედია კამპანიის წარმოება:

გ.ა) მომზადდება 1 სოციალური კლიპი (ქრონომეტრაჟი 45 წამი (დამონტაჟებული 25 წამიანი ვერსიით, მაღალი ხარისხის, დასასრულ ეკრანზე ლოგოებით), რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის გააქტიურებასა და პასუხისმგებლობის გაზრდაზე პირად ჯანმრთელობასთან მიმართებაში;

გ.ბ) დაიბეჭდება და გავრცელდება საბეჭდი და საპოპულარიზაციო მასალები ჯანმრთელობის ხელშეწყობის თემატიკაზე მოსახლეობისათვის, ასევე საინფორმაციო სახის მასალები (მ.შ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით) დაინტერესებული მხარეებისათვის და ინტერსექტორალური სამუშაო შეხვედრების მონაწილეებისათვის.

4. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

5. განხორციელების მექანიზმი

ა) კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გარდა ამ კომპონენტის „2“ პუნქტისა საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) კომპონენტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ევალება საქართველოს ცენტრს.

6. დასახული საბოლოო შედეგები:

ა) გაუმჯობესებული სექტორთშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში;

ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში.

7. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:

ა) სექტორთაშორისი სამუშაო შეხვედრების რაოდენობა (7);

ბ) 1 სოციალური სახის ვიდეო-კლიპი;

გ) სოციალური მედიით სამიზნე პოპულაციის მოცვა (დაითვლება facebook მთვლელით).

8. პროგრამის ბიუჯეტი:

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 200.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№

ღონისძიება

თანხა (ათასი ლარი)

1

თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება

100.0

2

ჯანსაღი კვების შესახებ განათლება და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება

36.6

3

ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა

26.1

4

C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობა

15.3

5

ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება

22.0

სულ

200