1. მიზანი

კომპონენტის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის დონის გაზრდა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მავნეობის შესახებ.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით, მ.შ. მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების გამოყენებით.

ბ) საჯარო საუბრები/დისკუსიები თბილისსა და რეგიონებში ახალგაზრდებთან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანების მონაწილეობით.

გ) სამუშაო შეხვედრები მედიის წარმომადგენლებისათვის ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების პრევენციის კომუნიკაციის საკითხებზე;

დ) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების თემატიკაზე საგანმანათლებლო ვიდეო რგოლის მომზადება და გავრცელება სოციალური მედიის საშუალებით;

ე) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მავნებლობაზე სატელევიზიო, რადიო, ბეჭდვითი და ონლაინ მედიის საშუალებით საკითხის ადვოკატირება;

ვ) საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალების მომზადება და გავრცელება;

ზ) კრეატიული დიზაინერული ნამუშევრების შერჩევა და განთავსება მეტროში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში;

თ) მოძრავი ინტერაქტიული მულტიმედიური გამოფენის ორგანიზება.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგი

ალკოჰოლის საკითხებზე მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო მასალების 100%;

ბ) სოციალური მედია ქსელებით სამიზნე აუდიტორიის მოცვა;

გ) მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების რაოდენობა;

დ) საჯარო დისკუსიების რაოდენობა;

ე) დამზადებული და გავრცელებული სოციალური რგოლი;

ვ) სატელევიზიო რეპორტაჟების/გადაცემების და სტატიების რაოდენობა;

ზ) განთავსებული ბანერების და სარეკლამო ლოკაციების რაოდენობა;

თ) ორგანიზებული მოძრავი ინტერაქტიული მულტიმედიური გამოფენა;

ი) ტრენინირებული მედიის წარმომადგენლები ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების პრევენციიის საკომუნიკაციო საკითხებზ