1. მიზნები და ამოცანები

ა) კომპონენტის მიზნებია:

ა.ა) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმისა (მათ შორის თვით-სტიგმა) და დისკრიმინაციის მიზეზების და მათი შედეგების შემცირება და ინკლუზიის ხელშეწყობა;

ა.ბ) თვითადვოკატირების გაძლიერება.

ბ) კომპონენტის ამოცანებია:

ბ.ა) მოსახლეობის განათლება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ; მ.შ. დეინსტიტუციონალიზაციისა და ინკლუზიის მნიშვნელობაზე;

ბ.ბ) თვითადვოკატთა მობილიზება და სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების მიწოდება.

2. მომსახურების მოცულობა

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) სოციალური მედია კამპანია ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფეისბუქ-გვერდის და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი გვერდების საშუალებით, მ.შ. მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების გამოყენებით;

ბ) ფსიქიკური ჯანმრთელობის და ინკლუზიის თემების მედია ადვოკატირება;

გ) ვიდეო რგოლების მომზადება სოციალური და სატელევიზიო მედიისთვის და მათი გავრცელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით;

დ) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების თემზე დაფუძნებული მიდგომების, ინკლუზიის, სერვისების შესახებ არსებული კვლევებისა და მიგნებების მასალის მომზადება ქართულ ენაზე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;

ე) ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნივთიერება დამოკიდებულების საკითხებზე საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა /გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი სჯდ წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ;

ვ) სკოლის პედაგოგთა ტრენირება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე;

ზ) ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; მაგ. „სასარგებლო საღამოები“ ცნობილი ადამიანების მონაწილეობით;

თ) თვითადვოკატრებისთვის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და ტრენირება;

ი) ორგანიზაციებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი გაიდების („ჯანმრთელობის ფურცელი“) მომზადება ელექტრონულად დასაგზავნად;

კ) თვითადვოკატთა მიერ დაგეგმილი ცნობიერების ამაღლების იდეების კონკურსი და გამარჯვებულის გამოვლენა მათივე მონაწილეობით;

ლ) მოძრავი ინტერაქტიული მულტიმედიური გამოფენა ფსიქიკური ჯანმრთელობის თემატიკის შესახებ;

მ) ფსიქიკური ჯანმრთელობის თემატიკაზე ბანერების განთავსება საზ. თავშეყრის ადგილებში (მაგ. მეტროს სადგურებში);

ნ) ფსიქიკური ჯანმრთელობის და შშმ პირთა უფლებების მსოფლიო დღის აღნიშვნა.

3. დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

4. განხორციელების მექანიზმი

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. დასახული საბოლოო შედეგები

ა) ფსიქიკური ჯანმრთელობისა საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება;

ბ) მენტალური დარღვევების მქონე პირთა და მათთან გათანაბრებული თემის ცოდნის დონის ამაღლება ადვოკატირებაში.

6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი

ა) მოცულია სოციალური მედია ქსელით სამიზნე ჯგუფი (დაითვლება ფეისბუქ მთვლელით);

ბ) მულტიმედიური მასალების რაოდენობა;

გ) მომზადებული და გავრცელებული ვიდეო რგოლები;

დ) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალის 100%;

ე) განთავსებული ბანერების  რაოდენობა;

ვ) სატელევიზიო და რადიო რეპორტაჟების, სტუმრობების, სტატიების რაოდენობა;

ზ) ტრენირებული  სკოლის ექიმების რაოდენობა;

თ) ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე განხორციელებული შეხვედრების რაოდენობა;

ი) ტრენირებულ თვითადვოკატთა რაოდენობა;

კ) ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი გაიდების რაოდენობა;

ლ) განხორციელებული მოძრავი ინტერაქტიული მულტიმედიური გამოფენ