1. მიზანი
კომპონენტის მიზნებია:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების კომპეტენციების გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ძირითად საკითხებზე სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების მეშვეობით;
ბ) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანსაღ წესზე და ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
2. მომსახურების მოცულობა
კომპონენტით გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ კონცეფციაზე დაყრდნობით;
ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენელთა ტრენინგი/სამუშაო შეხვედრები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მეთოდოლოგიების შესახებ;
გ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის თემატიკაზე თანამედროვე საინფორმაციო სისტემების პლატფორმების გაძლიერება – ჯანმრთელობის ხელშეწყობის ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის, ასევე „მშობელთა სკოლის“ მობილური აპლიკაციის შექმნა და გამართვა ახალი კონცეფციების მიხედვით;
დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სმს გზავნილების გავრცელება;
ე) შეხვედრები ორსულ ქალებთან ქალთა კონსულტაციებსა და სამშობიარო სახლებთან/განყოფილებებთან არსებულ ანტენატალური მომსახურების კლინიკებში;
ვ) შეხვედრები მოზარდებთან და ახალგაზრდებთან ადრეული ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების ბეჭდა (ლიფლეტი, ინფოგრაფიკა) და გავრცელება;
თ) საგზაო უსაფრთხოების მსოფლიო დღის აღნიშვნა;
ი) ადრეული ქორწინების ზიანის, ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების თემატიკაზე მასალის გათავსება ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე;
კ) ოჯახის დაგეგმვის, ადრეული ქორწინების ზიანის, ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების თემატიკაზე ბეჭდური მასალის ბეჭდვა და გავრცელება;
ლ) პირის ღრუს ჯანმრთელობის თემატიკაზე ბეჭდური მასალის ბეჭდვა და გავრცელება;
მ) სატელეკომუნიკაციო და/ან საეთერო დროის (მათ შორის სამედიცინო პროფილის ტელევიზიის მომსახურების) შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე.
3. დაფინანსების მეთოდოლოგია
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი
ა) პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, ,,ი“, ,,კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ;
გ) პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის ფარგლებში სამედიცინო პროფილის სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა (არაუმეტეს 110 000 ლარის ოდენობით) ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,პულსი“-სგან.
5. დასახული საბოლოო შედეგები
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის გაძლიერება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებში;
ბ) ადრეული ქორწინების ზიანის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებული მასალის საშუალებით;
გ) ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებული მასალის საშუალებით;
დ) საგზაო უსაფრთხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება საგანმანათლებლო ბეჭდური მასალის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებული მასალის საშუალებით.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი
ა) სმს-ით სამიზნე პოპულაციის მოცვა;
ბ) ტრენირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენელთა რაოდენობა;
გ) ადრეული ქორწინების საკითხებზე და ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების შესახებ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა;
დ) ადრეული ქორწინების ზიანის, ადრეული და ძუძუთი ექსკლუზიური კვების შესახებ მომზადებული მასალა (დაგეგმილის 100%);
ე) საგზაო უსაფრთხების შესახებ საგანმანათლებლო ბეჭდური მასალა (დაგეგმილის 100%);
ვ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის მობილურ აპლიკაციასა და ვებ-გვერდზე განთავსებული მასალ