1. მიზანი
კომპონენტის მიზანია:
ა) ჯანსაღი კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გაზრდა მოსახლეობაში;
ბ) მარილის და შაქრის მოხმარების შემცირების ხელშეწყობა.
2. მომსახურების მოცულობა
კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება სოციალური მედიის საშუალებით მ.შ. მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების გამოყენებით;
ბ) მიზნობრივი ტრენინგების განხორციელება მედია წარმომადგენლებისთვის (2 სემინარი სატელევიზიო, რადიოს, ასევე ბეჭდვითი მედიის სფეროდან, მ.შ. რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის);
გ) „ჯანსაღი კვების“ სერიის ვიდეოების მომზადება და გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით;
დ) მედია-ადვოკატირებით ჯანსაღი კვების პრობლემატიკის აქტუალიზაცია;
ე) საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალების მომზადება, ბეჭვდა და გავრცელება ბავშვებისთვის, მშობლებისთვის;
ვ) შემუშავებული ვიდეო-რგოლების განთავსება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ჯანსაღი კვების რეკომენდაციებზე;
ზ) „სასარგებლო საუბრები" თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრები ბავშვებთან/მოზარდებთან, რომლებსაც წარუძღვებიან ცნობილი ადამიანები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები;
თ) ბავშვებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვა;
ი) შეხვედრები ჯანსაღი კვების ადვოკატირებისათვის მწარმოებლებთან, სკოლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან) ჯანსაღი კვების საპოპულარიზაციო ბანერების განთავსება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაგ. მეტრო სადგურებში).
3. დაფინანსების მეთოდოლოგია
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
4. განხორციელების მექანიზმი
კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. დასახული საბოლოო შედეგები
ა) ჯანსაღი კვების შესახებ მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება;
ბ) მარილისა და შაქარის ჭარბი მოხმარების მავნეობის შესახებ მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება.
6. პროგრამის შესრულების ინდიკატორი:
ა) დაბეჭდილია და გავრცელებულია დაგეგმილი საგანმანათლებლო მასალების 100%;
ბ) სოციალური მედია ქსელებით სამიზნე აუდიტორიის მოცვა;
გ) მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების რაოდენობა;
დ) სატელევიზიო რეპორტაჟების, გადაცემებისა და სტატიების რაოდენობა;
ე) გავრცელებული ვიდეო-რგოლები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით;
ვ) განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობა ბავშვებისათვის;
ზ) შეხვედრების რაოდენობა ჯანსაღი კვების ადვოკატირებისათვის;
თ) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსებული ჯანსაღი კვების საპოპულარიზაციო ბანერების და სარეკლამო ლოკაციების რაოდენობ