1.
მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ეროვნულ დონეზე კვლევების ჩატარებასა და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე კვლევითი პროგრამების კოორდინირებას თამბაქოს კონტროლის სფეროში. ამ მიზნით, მხარეები:
(a)
პირდაპირ ან კომპეტენტური საერთაშორისო და რეგიონული მთავრობათაშორისი ორგანიზაციებისა და სხვა ორგანოების მეშვეობით, წარმოადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანალიზს ან ითანამშრომლებენ ამ ანალიზის შედგენაში და ასევე ხელს შეუწყობენ კვლევისჩატარებას იმ მიმართულებით, რომელიც ცხადყოფს თამბაქოს მოხმარებითა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებს და იძლევა ალტერნატიული კულტურების განსაზღვრის შესაძლებლობას: და
(b)
კომპეტენტურ საერთაშორისო და რეგიონული მთავრობათშორისი ორგანიზაციებისა და სხვა ორგანოების დახმარებით, უზრუნველყონ იმ პირთა სწავლებასა და დახმარებას, რომლებიც მონაწილეობენ თამბაქოს კონტროლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში, კვლევითი სამუშაოების, დანერგვისა და შეფასების პროცესის ჩათვლით.
2.
საჭიროების შემთხვევაში, მხარეები შეიმუშავებენ პროგრამებს თამბაქოს მოხმარებითა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებზე, ამ შედეგების მასშტაბზე, დეტერმინანტებსა და მათი გამოვლენის შესაძლებლობებზე დაკვირვების მოხდენის მიზნით როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ამ მიზნით, მხარეები თამბაქოს მოხმარებაზე ზედამხედველობის პროგრამებს შეიტანენ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ პროგრამებში, რაც მათ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მონაცემთა შედარებისა და ანალიზის შესაძლებლობას მისცემს.
3.
მხარეები აღიარებენ საერთაშორისო და რეგიონული მთავრობათშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ორგანოების მიერ გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარების უდიდეს მნიშვნელობას. თითოეული მხარე შეეცდება:
(a)
შექმნას ეროვნული სისტემა თამბაქოს მოხმარებასა და მასთან დაკავშირებული ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ ინდიკატორებზე ეპიდემიოლოგიური დაკვირვების განხორციელების მიზნით;
(b)
ითანამშრომლოს კომპეტენტურ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათშორის ორგანიზაციებსა და სხვა ორგანოებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით, თამბაქოზე როგორც რეგიონულ ისე გლობალურ დონეზე ზედამხედველობის გაწევისა და ამ მუხლის მე-3 (ა) პუნქტში მითითებულ ინდიკატორებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
(c)
ითანამშრომლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ზოგადი დირექტივების ან პროცედურების შემუშავების სფეროში, თამბაქოსთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკვლევის მასალების შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მიზნით.
4.
ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები ხელს შეუწყობენ საჯაროდ ხელმისაწვდომი სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალ-ეკონომიკური, კომერციული და იურიდიული ინფორმაციის გაცვლას, თამბაქოს ინდუსტრიასა და თამბაქოს მოყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით, ამასთან, ისინი გაითვალისწინებენ განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების საჭიროებებს. თითოეული მხარე უზრუნველყოფს:
(a)
თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, ასევე მათი მოქმედებისა და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის შესახებ მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას და შენარჩუნებას; თანამშრომლობას რეგიონულ და გლობალურ დონეზე თამბაქოს კონტროლის პროგრამების შემუშავების მიზნით;
(b)
თამბაქოს კონტროლის ეროვნულ პროგრამებთან დაკავშირებული მონაცემთა განახლებადი ბაზის შექმნას ამ მუხლის მე-3(ა) პუნქტის შესაბამისად; და
(c)
კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას თამბაქოს წარმოების, დამზადებისა და თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის რეგულარული შეკრებისა და გავრცელების გლობალური სისტემის შექმნის მიზნით, რომელიც რეგულირდება წინამდებარე კონვენციით ან დაკავშირებულია ეროვნულ დონეზე თამბაქოს კონტროლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან.
5.
მხარეები ითანამშრომლებენ რეგიონულ და საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციებსა და ფინანსურ და განვითარების იმ ინსტიტუტებთან, რომელთა წევრებიც არიან ისინი, სამდივნოს ტექნიკური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისა და კონვენციის მონაწილე განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, რათა ამ ქვეყნებში შესაძლებელი გახდეს კვლევითი სამუშაოების, ზედამხედველობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებ