1. კოლოფების, ნებისმიერი გარე შეფუთვისა და თავად თამბაქოს ნაწარმის ეტიკეტირება არ უნდა მოიცავდეს რაიმე ელემენტს თუ დამახასიათებელ ნიშანს, რომელიც:

ახდენს თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციას ამ მისი მოხმარების წახალისებას მისი მახასიათებლების, ჯანმრთელობაზე ზემოქმედების, საფრთხეების ან ასეთი ნაწარმიდან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ მცდარი წარმოდგენის შექმნით; ეტიკეტზე არ უნდა განთავსდეს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმში ნიკოტინის, კუპრის ან კარბონის მონოქსიდის შემცველობის შესახებ;

მიუთითებს, რომ კონკრეტული თამბაქოს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია ან მისი მიზანია კვამლის ზოგიერთი მავნე კომპონენტის ზემოქმედების შემცირება, ან მას აქვს სიცოცხლისუნარიანობის და ენერგიულობის გაზრდის, სამკურნალო, გამაახალგაზრდავებელი, ბუნებრივი, ორგანული მახასიათებლები ან სხვაგვარად არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის ან ცხოვრების სტილისთვის;

მიუთითებს გემოზე, სუნზე, არომატზე ან სხვა დანამატზე ან მათ არარსებობაზე;

ჰგავს საკვებს ან კოსმეტიკურ საშუალებას;

მიუთითებს, რომ გარკვეული თამბაქოს ნაწარმი უკეთ ბიოდეგრადირებადია ან გააჩნია სხვა უპირატესობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.

2. კოლოფები და ნებისმიერი გარე შეფუთვა არ უნდა სთავაზობდეს მომხმარებელს ეკონომიკურ უპირატესობას მათზე დაბეჭდილი ვაუჩერების დართვით, ფასდაკლების, უფასო დისტრიბუციის, „ორი ერთის ფასად“ ან სხვა მსგავსი შეთავაზებებით.

3. ის ელემენტები და დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც აკრძალულია 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება ტექსტებით, სიმბოლოებით, სახელწოდებებით, სავაჭრო ნიშნებით, გამომსახველობითი ან სხვა ნიშნები