1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ თამბაქოს ნაწარმის ყველა კოლოფის მარკირება უნიკალური იდენტიფიკატორით. უნიკალური იდენტიფიკატორის ერთიანობის უზრუნველსაყოფად, ის ისე უნდა იყოს დაბეჭდილი ან მიმაგრებული, რომ არ სცილდებოდეს, არ იშლებოდეს და არ იყოს დაფარული ან მისი მთლიანობა არ ირღვეოდეს რაიმე ფორმით, მათ შორის, აქციზური მარკით ან ფასის ეტიკეტით ან კოლოფის გახსნის შედეგად. ევროკავშირის ფარგლებს გარეთ წარმოებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც განკუთვნილია ევროკავშირის ბაზრისთვის ან განთავსებულია ევროკავშირის ბაზარზე.

2. უნიკალური იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს შემდეგის განსაზღვრის საშუალებას:

წარმოების თარიღი და ადგილი;

საწარმოო ობიექტი;

თამბაქოს ნაწარმის წარმოებისთვის გამოყენებული დანადგარი;

საწარმოო ცვლა ან წარმოების დრო;

პროდუქტის აღწერილობა;

საცალო რეალიზაციის მიზნობრივი ბაზარი;

ტრანსპორტირების მიზნობრივი მარშრუტი;

შესაბამის შემთხვევებში, ევროკავშირში იმპორტიორი;

ტრანსპორტირების რეალური მარშრუტი წარმოებიდან პირველ საცალო ვაჭრობის პუნქტამდე, მათ შორის, ყველა გამოყენებული საწყობი, აგრეთვე ტრანსპორტირების თარიღი და დანიშნულების ადგილი, გასვლის პუნქტი და ტვირთმიმღები;

წარმოებიდან პირველ საცალო ვაჭრობის პუნქტამდე ყველა მყიდველის საიდენტიფიკაციო მონაცემები; და

წარმოებიდან პირველ საცალო ვაჭრობის პუნქტამდე ყველა მყიდველის ანგარიშფაქტურა, შეკვეთის ნომერი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. (a), (b), (c), (d), (e), (f), (g) ქვეპუნქტებითა და, შესაბამის შემთხვევებში, მე-2 პუნქტის (h) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უსა და შესახვევ თუთუნზე 2019 წლის 20 მაისიდან, ხოლო სიგარეტისა და შესახვევი თუთუნის გარდა თამბაქოს სხვა ნაწარმზე – 2024 წლის 20 მაისიდა