1. მასალებისა და საგნების მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა ეტაპზე, რათა მოხდეს კონტროლის, წუნდადებული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის, მომხმარებლის ინფორმირებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის ხელშეწყობა.
2. ტექნოლოგიური განხორციელებადობის გათვალისწინებით, საქმიანობის სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ სისტემები და პროცედურები, რათა შესაძლებელი იყოს იმ საწარმოების იდენტიფიკაცია, რომელთათვისაც ან რომელთა მიერაც ხდება მასალების ან საგნების და საჭიროების შემთხვევაში, მათ წარმოებაში გამოყენებადი, წინამდებარე რეგულაციითა და მისი განმახორციელებელი ზომებით გათვალისწინებული ნივთიერებების ან პროდუქტის მიწოდება. მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს კომპეტენტურ ორგანოებს.
3. გაერთიანების ფარგლებში ბაზარზე განთავსებული მასალები და საგნები უნდა იყოს იდენტიფიცირებადი შესაბამისი სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიკვლევადობას ეტიკეტირების, ან შესაბამისი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის საშუალები