აკვაკულტურის სუბიექტი, როგორც ბიზნესოპერატორი, ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის განკუთვნილი აკვაკულტურის პროდუქციის მიკვლევადობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მიკლვევადობის სისტემისთვის მან უნდა აწარმოოს სათანადო ჩანაწერები:
ა) აკვაკულტურის მოშენებასთან, წარმოების საშუალებებთან, ასევე ცხოველის საკვებთან, გასამრავლებელ მასალასთან, და სხვ. დაკავშირებით;
ბ) ვეტერინარული პრეპარატებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით;
გ) გამოყენებულ საკვები დანამატების, ქიმიური საშუალებების ტიპის, კონცენტრაციის, დოზირების და მათი გამოყენების საფუძვლების შესახებ;
დ) აკვაკულტურის ცხოველების და აკვაკულტურის პროდუქციის ყველა გადაადგილების შესახებ, რომელიც საშუალებას უნდა იძლეოდეს შესაძლებელი იქნეს აკვაკულტურის ცხოველების წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის მიკვლევ