1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის/პროცედურის მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია შეინახოს დონორებსა და მათი ორგანოების მოპოვებასთან, განაწილებასთან, ტესტირებასთან, გადანერგვასა და განკარგვასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია და შესაბამისი მონაცემების თაობაზე ჩანაწერები დონორიდან რეციპიენტამდე ან განკარგვამდე და რეციპიენტიდან ან განკარგვიდან დონორამდე მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მიკვლევადობის წესის შესაბამისად თითოეული დონაციისა და ორგანოს მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ორგანოების გამოყენებიდან 30 წლის განმავლობაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით უნდა ინახებოდე
მთავარი მონაცემები
ვადა30 წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (01.11.2023).
მუხლი 17. მიკვლევადობა— ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 27 ოქტომბრის რეგულაცია (EC) N 1935/2004
სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და საგნების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივებს 80/590/EEC და 89/109/EEC