1. აკვაკულტურის წარმოებისას უნდა მოხდეს ჩანაწერების წარმოება:

ა) აკვაკულტურის ცხოველების და პროდუქტების ყველა გადაადგილების შესახებ ფერმაში და ფერმიდან ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში და არეალიდან;

ბ) სიკვდილიანობის შესახებ ყველა ეპიდემიოლოგიურ ერთეულში წარმოების ტიპთან შესაბამისობით;

გ) ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რისკზე დაფუძნებული ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის შედეგების შესახებ.

2. ავტორიზებულ გადამამუშავებელ საწარმოში უნდა აწარმოონ ჩანაწერები, მსგავს საწარმოში და საწარმოდან აკვაკულტურის ცხოველებისა და პროდუქტების ნებისმიერ გადაადგილებაზე.

3. გადამზიდავმა უნდა უზრუნველყოს ჩანაწერების წარმოება აკვაკულტურის ცხოველების:

ა) ტრანსპორტირების დროს სიკვდილიანობაზე, ტრანსპორტირების სახეობისა და გადასაყვანი სახეობის თავისებურების გათვალიწინებით;

ბ) ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელ არეალში და გადამამუშავებელ საწარმოში ტრანსპორტით ვიზიტზე;

გ) ტრანსპორტირების დროს წყლის გამოცვლის შესახებ, განსაკუთრებით ახალი წყლის წარმოშობისა და გამოცვლილი წყლის გაშვების ადგილზე.

4. მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით, აკვაკულტურის ცხოველის ყველა გადაადგილება, რომელზეც იწარმოება ჩანაწერები აკვაკულტურის მწარმოებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოებული უნდა იქნეს ისე, რომ წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის მიკვლევა გარანტირებული იყოს.

5. სააგენტომ შეიძლება აწარმოოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაადგილების შესახებ რეესტრი ელექტრონული ფორმი