1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ავტორიზაცია გაიცემა სააგენტოს მიერ მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ აკვაკულტურის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი და ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნესოპერატორი:

ა) ასრულებს ამ წესის მე-7-მე-9 მუხლებით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს;

ბ) აქვს სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესოპერატორს მოახდინოს დემონსტრირება სააგენტოსათვის, რომ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები შესრულებულია;

გ) იმყოფება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ.

2. ავტორიზაცია არ უნდა გაიცეს, თუ შესაბამისმა საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გავრცელების მიუღებელი რისკი ფერმაში, მოლუსკების მოსაშენებელ არეალში ან ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველის მარაგებში, მის სიახლოვეს მყოფ ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში.

3. ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს რისკების შემცირების ღონისძიებებს, მათ შორის შესაბამისი საქმიანობის გასახორციელებელ შესაძლო ალტერნატიულ ადგილებს.

4. აკვაკულტურის მწარმოებელმა ბიზნესოპერატორმა ან ავტორიზებულმა გადამამუშავებელმა საწარმომ უნდა წარადგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია იმისათვის, რომ საშუალება მიეცეს სააგენტოს შეაფასოს ავტორიზაციის პირობების, მათ შორის ამ წესის IX თავით გათვალისწინებული ინფორმაციის, შესრულებ