1. ეს თავი ვრცელდება მხოლოდ დანართი №3-ით „ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრული დაავადებების ამთვისებელ სახეობებზე.

2. სააგენტოს კონტროლის პირობებში, სამეცნიერო მიზნებისათვის, შესაძლოა ბაზარზე განთავსდეს აკვაკულტურის ცხოველი და მისი პროდუქტები, რომლებიც შესაბამისობაში არ არიან ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბაზარზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აკვაკულტურის ცხოველების განთავსება საფრთხეს არ შეუქმნის აკვაკულტურის ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას დანიშნულების ან ტრანზიტის ადგილზე ამ წესის დანართი №3–ით -,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4-ით „არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირები