1. აკვაკულტურის წარმოება უნდა იქნეს ავტორიზებული სააგენტოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. საჭიროებისას, ავტორიზაცია შეიძლება მოიცავდეს აკვაკულტურის წარმოებას მოლუსკებისათვის - მოლუსკების მოსაშენებელ არეალში.

3. გამანაწილებელი ცენტრი, პურიფიკაციის (გამწმენდი) ცენტრი და მსგავსი წარმოება, რომლებიც მდებარეობს მოლუსკების მოსაშენებელი არეალის შიგნით, ექვემდებარება ინდივიდუალურ ავტორიზაციას.

4. ნებისმიერი გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ახორციელებს აკვაკულტურის ცხოველის დაკვლას დაავადების კონტროლის მიზნებისათვის ამ წესის 29-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ ავტორიზებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

5. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეულ აკვაკულტურის წარმოებას და გადამამუშავებელ საწარმოს ჰქონდეს ავტორიზაციის ინდივიდუალური ნომერი.

6. ამ პუნქტით განსაზღვრული შემდეგი შემთხვევებისათვის არ მოითხოვება ავტორიზაცია და ექვემდებარება მხოლოდ რეგისტრაციას:

ა) ინსტალაცია (გარდა აკვაკულტურის წარმოებისა), სადაც წყლის ცხოველი ინახება ბაზარზე განთავსების მიზნის გარეშე;

ბ) სამონადირეო თევზჭერის ადგილი;

გ) აკვაკულტურის წარმოება, რომელსაც ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს აკვაკულტურის ცხოველის ბაზარზე განთავსებას მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს.

7. სახელმწიფო კონტროლის დროს, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა იმოქმედოს ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის № 533 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინები