1. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს ნებართვის საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. აკვაკულტურის სუბიექტი, როგორც პირველადი წარმოების განმახორციელებელი, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია „ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში“, როგორც ბიზნესოპერატორი.

3. აკვაკულტურის   სუბიექტი,   როგორც   ბიზნესოპერატორი, ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. რეგისტრაციის გარეშე აკვაკულტურის სუბიექტის, როგორც ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.

5. აკვაკულტურის   სუბიექტი,   როგორც   ბიზნესოპერატორი, ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრული ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში. მათ შორის,:

ა) განახორციელოს ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის,, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;

ბ) შეასრულოს უფლებამოსილი ორგანოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

გ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან აკვაკულტურის ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

დ) უზრუნველყოს აკვაკულტურის ცხოველთა ბაზარზე განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) გადამდები დაავადებების, აგრეთვე აკვაკულტურის ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ ორგანო